ბინების ყიდვა-გაყიდვა თბილისში და ახალი ტრენდები

ბინების ყიდვა-გაყიდვა თბილისში და ახალი ტრენდები

access_time2021-04-06 16:01:40

კრიზისული პერიოდის შემდეგ საცხოვრებელი ტიპის უძრავ ქონებაზე მოთხოვნის ზრდა შეინიშნება. თებერვლის თვეში, თბილისში, ეკონომ სეგმენტის ახალაშენებულ ბინებზე  ტრანზაქციების 2%-იანი ზრდა დაფიქსირდა, განხორციელდა 2,733 ტრანზაქცია, რაც წინა წლის მაჩვენებელს მხოლოდ 4%-ით ჩამორჩება.


გაზაფხული-ზაფხული ბინის ყიდვა-გაყიდვისთვის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია. ამ სეზონზე ადამიანები მზად არიან ძირეული ცვლილებებისთვის და ცდილობენ, საცხოვრებლის შეცვლა, გადაბარგება თბილ ამინდებში მოასწრონ, რათა ახალ სასწავლო წელს და ცივ ზამთარს ახალ სახლში შეხვდნენ.


რა ტრენდები იკვეთება უძრავ ქონების ბაზარზე?


ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის ზრდამ, ადამიანებს გაუჩინა სურვილი, იცხოვრონ ისეთ გარემოში, სადაც მეტი სიმწვანე და სუფთა ჰაერია. შედეგად, იკვეთება ცენტრალური ქუჩებიდან მოშორებით მდებარე ბინებზე მოთხოვნის ზრდის ტენდენცია. დიახ, თმობენ ცენტრალურ უბნებს და გამონაბოლქვისგან შედარებით თავისუფალ სივრცეებში გადადიან საცხოვრებლად.



დეველოპერები ითვალისწინებენ მომხმარებლის მოთხოვნას და  აწყობენ ცალკე ეზოებს ახალაშენებული კორპუსებისთვის, მეტიც, აშენებენ უბნის ტიპის კომპლექსებს, სადაც ერთ სივრცეში თავმოყრილია გამწვანებული ეზო, სკვერი განტვირთვისთვის, სათამაშო მოედანი,  სავაჭრო ობიექტები, სპორტდარბაზები და.ა.შ. ეს იმისთვის, რომ  მაცხოვრებლებს არ დასჭირდეთ შორს წასვლა და იქვე, საცხოვრებელი კომპლექსის ფარგლებში შეძლონ, შოპინგიც, დასვენებაც და ვარჯიშიც.


გარდა სიმწვანისა და სუფთა გარემოსი, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სახლის ენერგოეფექტურობის საკითხი, რადგან ეს პირდაპირ აისახება კომუნალური გადასახადების შემცირებაზე. ენერგოეფექტური სახლის ძირითადი პრინციპი ტემპერატურის შენარჩუნებაა გათბობის და ვენტილაციის გამოყენების გარეშე, მაქსიმალური ჰერმეტიზაციისა და ალტერნატიული ენერგიის წყაროების ხარჯზე. ენერგოეფექტური ბინის ყიდვით ხელს ვუწყობთ ჩვენივე საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ და ჩვენი შვილები უფრო ჯანსაღ გარემოში ვიცხოვრებთ.


როგორ მოვძებნოთ ბინა?


XXI  საუკუნეში ბინის მოძებნის საკითხი სცდება სამაკლერო ჯიხურებს და ონლაინ სივრცეში გადადის. თქვენს სურვილებზე მორგებული ბინის შესაძენად საუკეთესო გზა უძრავი ქონების პლატფორმა Area.ge-ა. არეაზე წარმოდგენილია დეველოპერული სექტორის მრავალი განცხადება და სწორედ ამიტომ არეა იძლევა ზუსტად ისეთი ტრენდული, მოთხოვნადი, კომფორტული ბინის შეძენის საშუალებას, როგორიც ზემოთაა ნახსენები. არეაზე შეგიძლიათ, აარჩიოთ ბინა  სასურველ სართულზე, თქვენთვის სასიამოვნო ხედით,  ოჯახის წევრებზე მორგებული ოთახების რაოდენობით, პარკინგით, ინფრასტრუქტურით და ზოგადად, ყველა იმ მახასიათებლით, რაც აქამდე გინატრიათ.


ბინის ყიდვა არეას დახმარებით მარტივი და სასიამოვნო პროცესია. სრული სიზუსტით წარმოდგენილი განცხადებები ქმნის რეალობის ნათლად აღქმის საშუალებას და თავიდან გაცილებთ იმედგაცრუებებს. არეა მოგყვებათ ბოლომდე ბინის ყიდვა-გაყიდვის პროცესში და სახლის შეცვლის მნიშვნელოვან მოვლენას, საუკეთესო გამოცდილებად გიქცევთ.

 

 

(R)


თეგები:
არეა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up