„ბიოდიზელ ჯორჯია“ ახალ ქარხანას ააშენებს

„ბიოდიზელ ჯორჯია“ ახალ ქარხანას ააშენებს

access_time2022-11-02 23:30:06

კომპანია „ბიოდიზელ ჯორჯია“ ახალ ქარხანას ააშენებს. ბიოდიზელის საწარმო მომავალ წელს ამოქმედდება და ის თვეში არსებულ ქარხანაზე 5-ჯერ უფრო მეტი პროდუქციის წარმოებას შეძლებს.


„ბიოდიზელ ჯორჯია“ სხვადასხვა საწარმოდან მეორად ზეთს აგროვებს და მისგან ეკოლოგიურად სუფთა ბიოდიზელს აწარმოებს, რომლის დიდი ნაწილი ექსპორტზე ევროპის ქვეყნებში გადის.


„ბიოდიზელ ჯორჯია“ სამომავლოდ კიდევ უფრო გაფართოებას და ბიოდიზელის რეალიზაციის მიზნით მსხვილ ბრენდებთან თანამშრომლობას განიხილავს.



„ევროპაში იმხელა მოთხოვნაა, რომ იქ ცნობადობაც არ გჭირდება, მაინც გაგვაქვს. მეორეს მხრივ ჩვენ ვუყურებთ ფასებს. ფაქტობრივად ჩვენ ორ მარკეტზე ვმუშაობთ თუ გვაწყობს გაგვაქვს ევროპაში, თუ გვაწყობს ვყიდით აქ. ყველაფერი დამოკიდებულია ნავთობის ფასზე, რამდენად იცვლება. როდესაც გვექნება დიდი ქარხანა, ახლა აზრი აქვს დიდი ბრენდებთან მუშაობას, იმიტომ რომ ჩვენ არ გაქვს სათანადო წარმოება. როცა გვექნება მათი მხრიდანაც ბევრი იქნება დაინტერესებული. მით უმეტეს რომ ეს ევროკავშირის მოთხოვნაა და ჩვენ მათ სტანდარტებზე გადავდივართ რაღაც მომენტში ჩვენც მოგვიწევს კანონმდებლობის შეცლა, რომ აუცილებელი იქნება რომ ბიოდიზელი ყოველთვის იყოს დიზელში შერეული“, აცხადებს „ბიზნესპარტნიორთან“ „ბიოდიზელ ჯორგიას“ ხელმძღვანელი გიორგი თოფჩიშვილი.


კომპანია „ბიოდიზელი ჯორჯია“ დაარსდა 2018 წელს. კომპანიამ პირველად საქართველოში და მთელს სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემოიტანა და დანერგა ინოვაციური ტექნოლოგია, რომლის საფუძველზეც აამუშავა ბიოდიზელის ქარხანა და დაიწყო სუფთა, განახლებადი, ეკო-მეგობრული საწვავის - ბიოდიზელის წარმოება.


საწარმო გადაამუშავებს მეორად (გამოყენებულ) მცენარეულ ზეთებს, როგორც ბიოდიზელის საწარმოო ნედლეულს. კომპანიას უკვე შეგროვებული აქვს თითქმის მილიონ ლიტრამდე მეორადი ნარჩენი ზეთი, რომლისგანაც აწარმოა 500 ტონა ლიტრი ოდენობის ბიოდიზელი. ამ გზით კომპანიამ დაზოგა ათას ტონაზე მეტი ნახშირორჟანგის ემისია ატმოსფეროში.


ამასთან ერთად კომპანია „ბიოდიზელი ჯორჯიამ“ დაამუშავა და 45 ჰექტარი მიწა მარნეულის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში და დათესა მცენარე რაპსის (ლათ. Brassica napus) კულტურა. ამ მცენარისგან მიღებული ზეთი ძალიან კარგი ნედლეულია ბიოდიზელის საწარმოებლად, ხოლო მცენარე რაპსისგან მიღებული კოპტონი შესანიშნავი მასალაა მეცხოველეობისათვის კომბინირებული საკვების საწარმოებლად. ამგვარად ჩვენმა კომპანიამ ახალი იმპულსი მისცა აგრობიზნესის განვითარებას და დივერსიფიკაციას საქართველოში.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up