„ბიოილი“: საწვავზე მოგების მარჟა 15-20 თეთრს არ აღემატება

„ბიოილი“: საწვავზე მოგების მარჟა 15-20 თეთრს არ აღემატება

access_time2022-03-24 13:35:00

„ბიოილის“ გენერალური დირექტორის რუსუდან რამაზაშვილის განცხადებით, როგორც ბრენდირებული ასევე არაბრენდირებულ ბენზინგასამართი სადგურების მოგების მარჟა ამ ეტაპზე 15-20 თეთრს არ აღემატება და საწვავის ფასი საქართველოში იმ რეალობას ასახავს, რაც ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ბაზრებზეა.

„არაბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი ამ ეტაპზე 3.52 ლარიდან 3.80 ლარის ფარგლებში მერყეობს, გააჩნია საწვავის ტიპს. თუ ერთი ბარელი ნავთობის ფასი საერთაშორისო ბაზარზე 117-120 დოლარის ფარგლებში დარჩა საწვავის ფასის კლებას საქართველოში არ უნდა ველოდოთ.

საშუალოდ 4 ლარი ლიტრზე, არის ის რეალური ნიშნული რაც ყველა ფაქტორის გათვალისწინებით უნდა ღირდეს დღეს საწვავი საქართველოში. სხვა შემთხვევაში წაგებაზე მოუწევთ კომპანიებს მუშაობა. დაახლოებით 15-20 თეთრიანი მარჟა სჭირდება კომპანიას, რომ მუშაობა გააგრძელოს და თანამშრომლები შეინახოს. საწვავის გაძვირება არაა კომპანიების ინტერესში ვინაიდან გაყიდვები მცირდება“,- განუცხადა „ბიზნეს ფორმულას“ რამაზაშვილმა.

მისი განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ საწვავზე აქციზის (500 ლარი - ბენზინი, 400 ლარი - დიზელი) და დღგ-ს გადასახადი (ლარიდან 18 თეთრი) გაუქმდება ან შემცირდება, ეს საწვავის ფასს 60-55 თეთრით შეამცირებს, თუმცა საკითხავია რამდენად აიტანს ამას სახელმწიფო ბიუჯეტი.


როგორც რამაზაშვილი აცხადებს, საწვავის ფასებს საერთაშორისო ბაზარზე და საქართველოშიც ძირითადად რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობა განსაზღვრავს და შესაბამისად, ფასებთან დაკავშირებით რაიმე პროგნოზის გაკეთება ამ ეტაპზე შეუძლებელია.

საქართველოში ზოგიერთი ტიპის საწვავის ფასი 4 ლარს უკვე აჭარბებს. რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, ნავთობის ფასი რეკორდულად გაიზარდა და 140 დოლარიან ნიშნულსაც კი გადააჭარბა. არსებობს პროგნოზები, რომ ნავთობის ფასი შესაძლოა, $200-მდე გაიზარდოს.

22 მარტის ვაჭრობის შედეგებით, ლონდონში Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 115.48 დოლარი შეადგინა.

businessformula.ge


თეგები:
საწვავი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up