``ბიოლი`` ადგილობრივ მომხმარებელს ერგება, მაგრამ ქართველი მაინც ვერ ხვდება ამ ადგილის ფასს - თამაზ მჭედლიძე

``ბიოლი`` ადგილობრივ მომხმარებელს ერგება, მაგრამ ქართველი მაინც ვერ ხვდება ამ ადგილის ფასს - თამაზ მჭედლიძე

access_time2020-11-10 11:40:13

სამედიცინო ველნეს კურორტი დაბა კოჯორში „ბიოლი“ , რომელიც თითქმის სრულად უცხოელ მომხმარებელზე იყო გათვლილი, პანდემიის შემდეგ, ქართველების დასვენების სტილზე მორგებას ცდილობს, თუმცა პრემიუმ ხარისხის სერვისებზე კურორტის ხელმძღვანელობამ ფასების განახევრება გადაწყვიტა. როგორ ერგება შიდა ტურიზმს პირველი სამედიცინო ველნესი საქართველოში, ამის შესახებ „კომერსანტს“ Bioli Medical Wellness Resort-ის დამფუძნებელი თამაზ მჭედლიძე ესაუბრა.

 

„პანდემიამდე ბიოლი  90%-ით უცხოელებზე იყო გათვლილი, ვისთვისაც ველნესი ცხოვრების სტილია. ეს საქართველოში პირველი საერთაშორისო დონის ველნეს კურორტია, რომელიც ქართულ ეთნო პროცედურებთან კომპინაციაში უცხოელებისთვის საინტერესოა. მაგრამ საზღვრების ჩაკეტვის გამო, ქართველ მომხმარებელზე გადაწყობა მოგვიწია.


რა თქმა უნდა, ამ საქმეს ფასების სერიოზული კორექტირება დასჭირდა, ასევე რაღაცების გაადვილება, კვების რაციონის გაქართულება და ადგილობრივ მოთხოვნებზე ადაპტირება. მართალია სერვისის დონე კვლავ მაღალი დავტოვეთ, რადგან პერსონალს უმაღლეს ხარისხზე რომ გადაამზადებ, მას ვერ გადააჩვევ, ასევე გარემოს ვერ შეცვლი. ფასები კი მივწურ - მოვწურეთ, მაგრამ ის იდეა და იმ იდეის ხარისხი მილიგრამობითაც არ შეგვიმცირებია და არ გადაგვიხვევია, უბრალოდ ადგილბრივი მომხმარებელი მაინც ვერ ხვდება აქ რა არის. მაინც, ქართველებში უფრო ტრადიციულ დასვენებაზეა მოთხოვნა  ამოვიდე დავისვენო, რამე  ვჭამო, დავლიო და უბრალოდ გავისეირნო.


ჩვენთან მომხმარებელი იღებს უნიკალურ პროცედურებს და სერვისებს, რადგან საქართველოში ცნება „ქართული ველნესის“ შესაქმნელად ჩამოვედი.  თავიდანვე ამაში ვდებდი ფულს და თავიდანვე ვიცოდი, რომ ეს დღეს და ხვალ არ მომიტანდა იმ მოგებას, რაც კლინიკებს მოაქვს საზღვარგარეთ. მაგრამ ეს იდეოლოგია, რომ ქმნი იმას, რაც არავის გაუკეთებია თან შენს სამშობლოში, ამის მოტივაცია ძალიან მაღალი მაქვს, ამბობს თამაზ მჭედლიძე.


როგორ შეხვდა ქართველი მომხმარებელი „ბიოლის“უფრო ხელმისაწვდომ ფასებს და რამდენად მზადაა ჯანმრთელობის რესურსების მართვის კულტურის მისაღებად ადგილობრივი დამსვენებელი, ამაზე თამაზ მჭედლიძე ამბობს, რომ ველნეს კულტურაზე ქართველს რადიკალურად განსხვავებული წარმოდგენა აქვს, ვიდრე ის სინამდვილეშია. კერძოდ, ჩვენთვის დასვენება ბევრად მარტივი ელემენტარული ფუფუნების საგნებით შემოიფარგლება, ვიდრე ორგანიზმის გაჯანსაღება.



„დასვენება საქართველოს მოქალაქის ცნებაში არის აუზში ბანაობა, ჰაერზე ასვლა - ეს არის უკვე მეოცე საუკუნის პარადიგმა, სანატორიუმების პერიოდის მიდგომა.

მაგალითად, ქართველები აუზს ითხოვენ , ამბობენ   „თუ აუზი არ გაქვთ რა კურორტია“. სინამდვილეში, ჯანმრთელობის რესურსების მართვაზე, უჯრედულ დონეზე ორგანიზმის გაძლიერებისთვის, მე აუზი არც მჭირდება. აუზი არის საჭყუმპალაო, ეს სპა არ არის, ეს სამედიცინო ველნესია, სადაც ადამიანს ჯანმრთელობის რესურსების მართვას უჯრედულ დონეზე ვასწავლით და ამაში ვეხმარებთ.

ველნესი სხვა ცნებაა და ადგილობრივებისთვის ძალიან იშვიათია. ის  ადამიანები, ვინც ლანცერჰობში, მერანოში, სხვადასხვა კურორტებზე დადიან ხოლმე და პერიოდულად ჯანმრთელობის  პრვენციას აკეთებენ - აი ის ადამიანები უკვე ხვდებიან, აქ რას იღებენ და თვეობით ამოდიან ხოლმე, ცხოვრობენ და პროგრამას გადიან. ზოგი ამოდის უბრალოდ კოტეჯში სუფთა ჰაერზე დასასვენებლად.

საზღვრების გახსნის მერე, პირველ რიგში ისევ უცხოელები წამოვლენ, მათ ერთი სული აქვთ როდის ჩამოვლენ, რადგან ველნესის კულტურაც აქვთ და გემოვნებაც. მათ იციან ამ ადგილის ფასი, კონკრეტულად „ბიოლის“ მიკროკლიმატის  ფასი. აქ  ხედებია, სივრცეებია, კავკასიონს  უყურებ და მთელი დაძაბულობა იხსნება,“ - ამბობს „ბიოლის“ დამფუძნებელი.


როგორც თამაზ მჭედლიძემ აღნიშნა, ახლა ბიოლში დასვენების ღირებულება ქართველი მომხმარებლისთვის 150 დოლარამდეა შემცირებული მაშინ, როდესაც კოტეჯის ქირაობა პანდემიამდე 450 დოლარის ექვივალენტი ღირდა.


„ჩვენი ველნეს კოტეჯის ქირაობა თუ ადრე ღირდა 450 დოლარის  ექვივალენტი, ახლა 140-150 დოლარამდე ღირს. ადრე თითქმის სულ დატვირთული იყო, როგორც მიღებულია ზაფხულში 90%-ით, დანარჩენ პერიოდებში 60-65%-მდე.   

ჩვენ ახლა პროგრამას ვამზადებთ, რომ ავხსნათ რა არის ჯანმრთელობის რესურსების გაძლიერება, მისი მართვა, რათა ყველამ გაიგოს რისთვის არის კურორტი „ბიოლი“ შექმნილი,“ - განმარტავს მჭედლიძე.


შპს „მედგრუპ ჯორჯიას კუთვნილი სამედიცინო ველნეს კურორტი „ბიოლი- ს მშენებლობა  2013 წელს დაიწყო და 2016 წელს გაიხსნა. პირველ ეტაპზე განხორციელებული ინვესტიციების ოდენობამ 12 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 


მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up