„ბიოლის“ დამფუძნებლის ინვესტიციით საქართველოში ველნესის მაგისტრატურის ფაკულტეტი შეიქმნება

„ბიოლის“ დამფუძნებლის ინვესტიციით საქართველოში ველნესის მაგისტრატურის ფაკულტეტი შეიქმნება

access_time2021-03-23 12:00:20

კურორტ "ბიოლის" დამფუძნებელი თამაზ მჭედლიძე ველნეს ინდუსტრიის განვითარებას საგანმანათლებლო სფეროშიც გეგმავს. როგორც ბიზნესმენი „კომერსანტთან“ განმარტავს, რამდენიმე ასეულ მილიონიანი უცხოური ინვესტიციის მეშვეობით, მალე საქართველოში მაგისტრატურის საფეხურს დაემატება ველნეს თერაპევტების გადამზადების ფაკულტეტი მედიკოსებისთვის. 2 წლის განმავლობაში ველნესის ფაკულტეტის სტუდენტები პრაქტიკებს „ბიოლში“ გაივლიან.

 

„ჩემი სერიოზული ამოცანაა, რომ საქართველოში ველნეს ინდუსტრია შეიქმნას და ამას რამდენიმე წელი დასჭირდება. ახლა „ბიოლის“ გაფართოების პროექტი მზადდება, დაემატება ახალი სივრცეები. რაც ახლა არის, ეს მხოლოდ დასაწყისია. „ბიოლი“ იქნება სრულყოფილი 5 ვარსკვლავიანი ველნესი. ახლა ვაკეთებ ველნეს თერაპევტების მაგისტრატურის  მიმართულებას. ვაპირებთ ჩამოვიყვანოთ უცხოელები და ვასწავლოთ ველნეს თერაპიის ქართული ელემენტები.

 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ განიხილება ელიტარულ ველნეს მიმართულებად, მე მინდა რომ საფუძველი ჩავუყარო და ამისთვის ინსტიტუტიც მჭირდება. ახლა მოლაპარაკებები მაქვს სხვადასხვა უნივერსიტეტებთან, სადაც შემიძლია ბაზა გავაკეთო ველნეს თერაპევტების მაგისტრატურისთვის. სამედიცინო სპეციალისტები უნდა გადავამზადოთ როგორც თერაპევტები, პრაქტიკას კი „ბიოლში“გაივლიან. ასეთი სპეციალისტები ძალიან მოთხოვნადი იქნება მსოფლიოშიც. „ბიოლი“ კი იქნება ქართული ველნესის ფუძემდებელი. საერთაშორისო დონის ინვესტორების შემოყვანა მოხდება და არ არის საუბარი 10-20 მილიონზე, არამედ 100 მილიონ ლარზე მეტი მოცულობის ინვესტიცია განხორციელდება. ამ პროექტმა დიდი ბიძგი უნდა მისცეს ველნეს ინდუსტრიას და ამისთვის ყველანაირი საფუძველი გვაქვს,“ - განმარტავს თამაზ მჭედლიშვილი.


 

შეგახსენებთ, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა თამაზ მჭედლიძემ შპს „მედგრუპ ჯორჯიას“ კუთვნილი სამედიცინო ველნეს კურორტ ბიოლის მშენებლობა კოჯორში 2013 წელს დაიწყო. კურორტს ხარისხიანი და ნატურალური კვების პროდუქტებით საკუთარი ფერმა და სათბური  უზრუნველყოფს.


თამაზ მჭედლიძე რუსეთში კლინიკების ქსელი „მედის“ მფლობელიცააა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up