2022 წლის მეოთხე კვარტალში ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია Biogen Inc.-მა, შემოსავლების შემცირების მიუხედავად, წმინდა მოგება 1,5-ჯერ გაზარდა.
კომპანიის შემოსავლების შემცირება განპირობებულია გაფანტული სკლეროზის სამკურნალო გარკვეულ მედიკამენტებზე - მათ შორის Tecfidera-ზე, გაყიდვების შემცირებით.
Biogen-ი ელის, რომ მისი ახლახან დამტკიცებული ალცჰაიმერის წამალი Leqembi აშშ-ში მოკრძალებულ შემოსავალს მოიტანს. ეს პრეპარატი Biogen-ის მიერ იაპონურ Eisai-სთან ერთად შეიქმნა.
ოქტომბერ-დეკემბერში კომპანიის წმინდა მოგებამ 550,4 მლნ აშშ დოლარი, 3,79 აშშ დოლარი შეადგინა აქციაზე, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (368,2 მლნ აშშ დოლარი და 2,5 დოლარი ერთ აქციაზე).
Biogen-ის კვარტალური შემოსავალი 7%-ით 2,54 მილიარდ დოლარამდე დაეცა.
კომპანიის პროგნოზით, 2023 წელს მოგება, ერთჯერადი ფაქტორების გამოკლებით, 15-16 დოლარი იქნება აქციაზე. Biogen-ი ასევე პროგნოზირებს შემოსავლების ზრდას წელს 4-6%-ით. ბოლო 12 თვის განმავლობაში Biogen-ის კაპიტალიზაცია 35%-ით გაიზარდა.