„ბიქეი ქონსთრაქშენის“და USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისათვის“  ერთობლივი ინიციატივა - ცნობიერების ამაღლება უნარების განვითარებისთვის სამშენებლო სექტორში

„ბიქეი ქონსთრაქშენის“და USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისათვის“ ერთობლივი ინიციატივა - ცნობიერების ამაღლება უნარების განვითარებისთვის სამშენებლო სექტორში

access_time2022-03-28 14:50:06

სამშენებლო კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა USAID-ის საგრანტო კონკურსში პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისათვის“ საგრანტო კონკურსში. აღნიშნულ საგრანტო პროგრამაში ბიქეი ქონსთრაქშენი მონაწილეობს სამშენებლო კოლეჯ კონსტრუქტ2-თან ერთად.


28 მარტს, ქალაქ ზესტაფონში, კონსტრუქტ2-ში გაიმართა საგრანტო ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ცერემონია, ბიქეი ქონსთრაქშენსა და USAID-ს პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისათვის“ შორის.


ღონისძიებას ესწრებოდნენ ბიქეი ქონსთრაქშენის, USAID-ის, სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2“-ის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, მათ შორის USAID-ის მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი, ბიქეი ქონსთრაქშენის მმართველი პარტნიორი შოთა ბერეკაშვილი,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უნარების სააგენტოს დირექტორი თამარ ქიტიაშვილი და კონსტრუქტ2-ის დირექტორი თამარ ზაქარაშვილი.


სამშენებლო კოლეჯი კონსტრუქტ2 ბიქეი ქონსთრაქშენის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთო პროექტია. კოლეჯი ორიენტირებულია ქვეყანაში სამშენებლო მიმართულების განვითარებასა და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაზე.


აღნიშნული გრანტი მოხმარდება სამშენებლო სექტორის მოთხოვნების შესაბამისი ცოდნისა და უნარების მქონე ადამიანური კაპიტალის მიწოდების უზრუნველყოფას, დამსაქმებლების ჩართვას უნარების განვითარებაში, პირდაპირი კავშირის დამყარებას მომზადება-გადამზადების პროგრამებსა და დასაქმების შესაძლებლობებს შორის.





USAID-თან ერთად, აღნიშნული გრანტი გულისხმობს, ბიქეი ქონსთრაქშენის მხრიდანაც ფინანსურ ჩართულობას, პროგრამის დასახული მიზნების მიღწევაში.


აღნიშნული საგრანტო პროექტი გაგრძელდება რვა თვის განმავლობაში. პროგრამის მიზანია ერთის მხრივ ქვეყანაში პროფესიული განათლების პოპულარობის ზრდა და მეორეს მხრივ სამშენებლო კოლეჯ კონსტრუქტ2-ის მოკლევადიანი გადამზადების კურსების შესახებ ინფორმაციის მიწოდება სამიზნე აუდიტორიებისთვის.


აღნიშნულ საგრანტო პროგრამას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც რეგიონის ასევე მთლიანად ქვეყნისათვის, რადგან ემსახურება პროფესიული განათლების შესახებ ინფორმაციის ფართე მასებისათვის გაზიარებას, დაინტერესებულ პირთა პროფესიულ გადამზადებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.


“მსურს მადლობა გადავუხადო USAID-ს, კერძო სექტორის ხელშეწყობისთვის.


მნიშვნელოვანია, რომ ამ გრანტით შესაძლებლობა გვეძლევა კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის გავხადოთ პროფესიული განათლება და შემდეგ დასაქმება ხელმისაწვდომი.


მეტი პროფესიონალი ხელოსანი, მეტად ხარისხიან და დროში ეფექტური მშენებლობის წინაპირობაა“, – განაცხადა ბიქეი ქონსთრაქშენის მმართველმა პარტნიორნა, შოთა ბერეკაშვილმა.

(R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up