2-6 თებერვლის შუალედში საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი 4.1%-ით დაეცა და მისმა ღირებულებამ უნციაზე 1 957 აშშ დოლარი შეადგინა, რაც ბოლო ერთ თვის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ოქროზე ფასის ვარდნაზე აშშ- ის ფედერალური რეზერვის მიერ შრომით მონაცემების გამოქვეყნებამ იმოქმედა, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის იანვარში დამატებით 517,000 ადამიანი დასაქმდა, რაც ეკონომისტების პროგნოზს, 185,000-ს მნიშვნელოვნად აღემატება. მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში, რასაც ფედერალური რეზერვი აქტიურად იყენებს უმუშევრობის დონე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინდიკატორია.
აშშ-ის ფედერალური რეზერვის გადაწყვეტილებას გლობალურ ეკონომიკაზე დომინოს ეფექტის მსგავსი გავლენა აქვს, მის მიერ გამკაცრების ტემპის შენელება ევროპის, დიდი ბრიტანეთის, კანადისა თუ ავსტრალიის ცენტრალურ ბანკებსაც მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგებს.
საპროცენტო განაკვეთების ზრდა ინვესტორებს უბიძგებს, რომ თავიანთი კაპიტალი არა 0%-იანი ამონაგების მქონე ოქროში, არამედ სახაზინო ობლიგაციებსა და უცხოურ ვალუტაში დააბანდონ, განსაკუთრებით კი აშშ-ში.
ოქრო ძირითადად OTC ლონდონის ბაზარზე, აშშ ფიუჩერსულ ბაზარზე (COMEX) და შანხაის ოქროს ბირჟაზე (SGE). ივაჭრებს.
ოქრო მიმზიდველი ინვესტიცია პოლიტიკური და ეკონომიკური გაურკვევლობის პერიოდში. მსოფლიოში ოქროს მოხმარების ნახევარი სამკაულებზე მოდის , 40% ინვესტიციებში და 10% ინდუსტრიაში. ოქროს უმსხვილესი მწარმოებლები არიან ჩინეთი, ავსტრალია, შეერთებული შტატები, სამხრეთ აფრიკა, რუსეთი, პერუ და ინდონეზია. ოქროს სამკაულების ყველაზე დიდი მომხმარებლები კი ინდოეთი, ჩინეთი, შეერთებული შტატები, თურქეთი, საუდის არაბეთი, რუსეთი და არაბეთის გაერთიანებული საემიროები.