ბელარუსის მტკიცებით, მათსავე ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსება შეესაბამება საერთაშორისო სამართლის დებულებებს. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ბელარუსსა და რუსეთს შორის სამხედრო თანამშრომლობა საერთაშორისო სამართლის მკაცრი დაცვით ხორციელდება. ბელარუსი პილოტების მომზადება, რომელთაც სპეციფიკური საბრძოლო მასალების მქონე თვითმფრინავების მართვა შეუძლიათ, ამ ტიპის თვითმფრინავების მოდერნიზაცია, აგრეთვე ბირთვული ქობინების განლაგება ბელარუსის ტერიტორიაზე მათზე კონტროლის მინსკისთვის გადაცემის გარეშე, შესაბამის ტექნოლოგიებზე წვდომა არავითარ შემთხვევაში არ ეწინააღმდეგება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების I და II მუხლების დებულებებს. - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ბელარუსის სამინისტრომ ასევე დაამატა, რომ ეს არ არის ინოვაცია არაბირთვულ და ბირთვულ სახელმწიფოებს შორის სამხედრო თანამშრომლობის სფეროში.