ბირთვული იარაღის კონტროლის ხელშეკრულებაში მონაწილეობის შეჩერების შესახებ რუსეთის გადაწყვეტილება უპასუხისმგებლოა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
ენტონი ბლინკენმა კარი ღია დატოვა ნებისმიერ დროს მოლაპარაკებების განახლებისთვის და განაცხადა, რომ მსოფლიო ორი უდიდესი ბირთვული ძალისგან პასუხისმგებლობით მოქმედებას მოელის.
„რუსეთის განცხადება, რომ ის აჩერებს მონაწილეობას სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებაში, ღრმად სამწუხარო და უპასუხისმგებლოა. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით, რას აკეთებს რუსეთი სინამდვილეში. რა თქმა უნდა, ჩვენ დავრწმუნდებით, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, სათანადოდ ვიყოთ წარმოდგენილი ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოებისთვის“, – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლაიდმერ პუტინმა დღეს განაცხადა: „რუსეთი აჩერებს მონაწილეობას რუსეთ-აშშ-ის სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებაში“.