კრიპტო კრახი რთულ მდგომარეობაში აყენებს Bitcoin-ის მაინერებს, რაც მათი კომპანიების აქციებს ფასს ამცირებს. იმის გამო, რომ ინვესტორები, რომლებიც შეშფოთებულნი არიან მოგების დაცემით და მაღალი ფიქსირებული ხარჯებით, საკუთარ ფასიან ქაღალდებს იშორებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Wall Street Journal-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ აშშ-ში ისეთმა საჯარო მაინინგ კომპანიებმა, როგორიცაა Riot Blockchain Inc და TeraWulf Inc ღირებულების 78% და 89% დაკარგეს. კანადურმა Hut 8 Mining Corp-ის აქციების ფასი 79%-ით დაეცა, ხოლო Bitfarms-ის 71%-ით.
გაზეთი წერს, რომ მას შემდეგ, რაც Bitcoin-ი 20 000 დოლარამდე დაეცა, მაინინგი ნაკლებად მომგებიანი გახდა. ამიტომ, კრედიტორები უარს ამბობენ ინდუსტრიის განვითარების დაფინანსებაზე, როგორც ადრე, რაც აიძულებს მწარმოებლებს მოიძიონ სახსრები აქტივების გაყიდვით.