ბიტკოინი $20 000-იან ნიშნულს უახლოვდება

ბიტკოინი $20 000-იან ნიშნულს უახლოვდება

access_time2022-06-15 15:00:31

კრიპტობაზარი ვარდნას განაგრძობს. მისი ჯამური კაპიტალიზაცია 2021 წლის იანვრის შემდეგ პირველად $865 მლრდ-მდე შემცირდა, რაც პიკთან შედარებით 72%-ით ნაკლებია. ბოლო ერთ კვირაში სთეიბლკოინების გარდა, კრიპტოვალუტათა აბსოლუტური უმრავლესობის ღირებულება ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლით შემცირდა.

 

ბიტკოინი გასული წლის ნოემბერში $69 000 ღირდა, მისი კაპიტალიზაცია $1.270 ტრლნ-ს აღწევდა, ანუ იმაზე 45%-ით მეტს ვიდრე ამჟამინდელი მთელი კრიპტოკაპიტალიზაცია, ახლა ციფრული ფულის გიგანტის ღირებულება $20 300-ს შეადგენს რაც 2020 წლის დეკემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. დამატებით 10%-იანი ვარდნის შემთხვევაში მისი ფასი 2017 წლის დეკემბრის ღირებულებას გაუტოლდება.

 

ეთერიუმის ღირებულება $1000-იან ზარს უახლოვდება. ის ბოლო ერთ კვირაში 40%-ით, ბოლო 8 თვეში კი 80%-ით გაიაფდა.


 

რიპლის ფასი 30 ცენტამდეა შემცირებული. სხვა კრიპტოებისგან განსხვავებით რიპლს 2020-2021 წლებში რეკორდი არ მოუხსნია. ის ყველაზე ძვირი - $3.84 2018 წლის იანვარში ღირდა და მას მერე ღირებულების 92% დაკარგა.

 

ილონ მასკის გაპიარებული დოჯკოინი ახლა 5.2 ცენტი ღირს - 93%-ით ნაკლები ვიდრე გასული წლის მაისში.

 

მთელს მსოფლიოში მაღალი ინფლაცია, შეერთებულ შტატებში საპროცენტო განაკვეთის ზრდა და ახალი ზრდის მოლოდინი კრიპტოვალუტის ფასებს ამცირებს, რასაც ტრეიდერთა ნაწილის მიერ პანიკური გაყიდვებიც ემატება. ზუსტი პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია, თუმცა უახლოესი პერიოდი მაინც არასტაბილურად გამოიყურება და ალბათობა იმის, რომ ბაზარზე ხარები დაბრუნდებიან ჯერჯერობით დაბალია. ცოტა უფრო შორეულ მომავალში 2024-2025 წლებში კი შეიძლება ახალი რეკორდებიც მოიხსნას.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up