საინვესტიციო ბანკის JPMorgan Chase - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეიმი დაიმონმა, აშშ- ის კონგრესის წინაშე თქვა, რომ ის კრიპტოვალუტას სკეპტიკურად უყურებს და რეალურად ბიტკოინი დეცენტრალიზებული თაღლითური სქემაა - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
„კრიპტო ფულის, ,მაგალითად ბიტკოინს, რომელსაც თქვენ ვალუტას უწოდებთ, მე მთავარი სკეპტიკოსი ვარ, ეს არის დეცენტრალიზებული თაღლითური სქემა. - აღნიშნა ჯეიმი დაიმონმა.
JPMorgan-ის დირექტორმა აღნიშნა, რომ მის განცხადების გამო კონგრესმენებმა არ უნდა იფიქრონ. რომ ისეთ ტექნოლოგიას, როგორიც ბლოკჩეინი თუ დეცენტრალიზებული ფინანსებია (DeFi) არავითარი ღირებულება არ გააჩნია. მან ასევე განმარტა, ბლოკჩეინს თავად JPMorgan-იც აქტიურად იყენებს და მომავალში ბანკის სტრუქტურაში DeFi პროტოკოლის ინტეგრირებაც იგეგმება.
აღსანიშნავია, რომ JpMorgan - ის დირექტორი კრიპტოვალუტის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით გამოირჩევა, მას არაერთხელ გამოუხატავს თავისი პოზიცია ბიტკოინის მიმართ, ჯეიმი დაიმონმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ბიტკოინი თაღლითური სქემაა, ხოლო მანერების შრომა დროის ფუჭად კარგვა.