ბიტკოინის ფასი 28 500 დოლარი გახდა, რაც 2022 წლის ივლისის შემდეგ უმაღლესი მაჩვენებელია. ერთ დღეში ბიტკოინი თითქმის 4%-ითაა გაძვირებული, ერთ კვირაში კი ზრდის მაჩვენებელი 25%-ს აღწევს. კრიპტოაქტივის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 542 მილიარდ დოლარს შეადგენს.
გაძვირების ტენდენცია ფიქსირდება სხვა კრიპტოვალუტებთანაც. BNB-ის ფასი 10%-ით გაიზარდა, Solana-ს ღირებულებამ 16%-ით მოიმატა, Polkadot-ის ფასი თითქმის 8%-ითაა გაზრდილი, ხოლო ეთერიუმის ფასი 1,800 დოლარის ფარგლებში მერყეობს.
კრიპტოაქტივების გაძვირება პირდაპირ კავშირშია ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვის სამომავლო გადაწყვეტილებასთან . მსხვილი ბანკების გაკოტრების ფონზე, არსებობს იმის დიდი შანსი, რომ FED-მა რეფინანსირების განაკვეთს მნიშვნელოვნად გაზრდის.