ანალიტიკოსები უმსხვილეს კრიპტოვალუტას კიდევ უფრო დიდ ვარდნას უწინასწარმეტყველებენ.
Standard Chartered Bank-ის გლობალური კვლევის ხელმძღვანელის, ერიკ რობერტსენის შეფასებით, ერთ-ერთი სცენარის თანახმად, მომავალ წელს, შესაძლოა, ბიტკოინის ფასი 70%-ით, $5 000-მდე შემცირდეს.
რობერტსენის თქმით, შესაძლოა, ბიტკოინის ნაცვლად, მოთხოვნა ოქროზე გაიზარდოს, რაც მეტალის ფასის 30%-იან ზრდას გამოიწვევს.
რობერტსენი ასევე ამბობს, რომ ის არ აკეთებს პროგნოზს, არამედ აკონკრეტებს სცენარებს, რომლებიც არსებითად სცილდება მიმდინარე შეფასებებს.
კითხვაზე, თუ რა ელის ციფრულ აქტივებს, FTX ბირჟისა და სავაჭრო სახლის Alameda Research-ის კოლაფსის შემდეგ, მისი თქმით, "აფეთქების შედეგად გავრცელებული ბიძგები საფრთხეს კრიპტო კომპანიებს და ტოკენის ფასებსუქმნის".