კრიპტობაზარზე დიდი ვარდნა გრძელდება. ბიტკოინმა 1 დღეში ღირებულების 9%, ბოლო ერთ კვირაში კი 25% დაკარგა და ფასი $29 300-ს გაუტოლდა. დღიურად 11%-ის დაკარგვის შემდეგ ეთერიუმის ფასი $2130-მდე შემცირდა. ორნიშნა პროცენტული ვარდნა დაფიქსირდა თითქმის ყველა სხვა ალტკოინების მიმართულებითაც.
20%-იანი კლების შემდეგ რიპლის ფასი 42 ცენტამდე შემცირდა. 23%-ით 9 ცენტამდეა შემცირებული დოჯკოინის ღირებულებაც. პიკის დროს რიპლი $3.84 ღირდა, დოჯი - 73 ცენტი.
კარდანომ 20% დაკარგა და ფასი 56 ცენტს გაუტოლდა, 27%-ით 71 ცენტამდე შემცირდა პოლიგონის ღირებულებაც. ერთ დროს კაპიტალიზაციით მეოთხეზე, დღეს კი მე-19 ადგილზე მყოფი ლაითკოინის ფასი $73-მდე შემცირდა, რაც 24 სთ-ის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით 13%-ით ნაკლებია.
მთლიანი კრიპტოკაპიტალიზაციაც $1.3 ტრლნ-მდეა შემცირებული, გასული წლის ნოემბერში ძირითადად ბიტკოინის ხარჯზე $2.9 ტრლნ-ს აჭარბებდა. ალტკოინები უფრო ძვირი აპრილი-მაისის პერიოდში ღირდა.