ბიტკოინის ღირებულებამ $68 000-ს გადააჭარბა

ბიტკოინის ღირებულებამ $68 000-ს გადააჭარბა

access_time2021-11-09 10:55:00

ბიტკოინის ღირებულებამ კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა და $68 000-ს გადააჭარბა. მისი კაპიტალიზაცია $1.3 ტრლნ-ს აღწევს, ყველა კრიპტოვალუტის ჯამური კაპიტალიზაცია კი $3 ტრლნ-ს.

 

ციფრული ფულის შესახებ მილტონ ფრიდმანი ჯერ კიდევ გასული საუკუნის მიწურულს 1999 წელს საუბრობდა. 9 წლის შემდეგ, 2008 წლის ოქტომბერში ბიტკოინის შესახებ გაჩნდა ცნობები. მისი შემქმნელი თავს სატოში ნაკამოტოს უწოდებს. გავლენიანმა გამოცემებმა რამდენჯერმე სატოში ნაკამოტო ილონ მასკთან გააიგივეს, თუმცა მასკმა აღნიშნული უარყო.

 

ბიტკოინის გაყიდვები 2009 წელს დაიწყო და ის ცენტები ღირდა. ერთ-ერთი პირველი ტრანზაქციით 2010 წლის მაისში ფლორიდაში 2 პიცა 10 000 ბიტკოინად გაიყიდა. მაშინ ის $30-ის ექვივალენტი იყო, დღეს $681 მლნ-ზე მეტი იქნებოდა.

 

მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს, ბიტკოინისთვის სერიოზული ყურადღება თითქმის არავის მიუქცევია. ფართო საზოგადოების ყურადღება ციფრულმა ვალუტამ პირველად 2017 წელს მიიპყრო, მაშინ როცა მისმა ღირებულებამ $20 000-ს მიაღწია. სწორედ ამ პერიოდში დიდმა სახელმწიფოებმა ბიტკოინის რეგულირება დაიწყეს, შეზღუდეს მაინინგი და ტრანზაქციები, რამაც მისი ფასი $6000-მდე შეამცირა.


 

თუ 2008-2009 წლების ეკონომიკური კრიზისის დროს ბიტკოინი დაიბადა, 2020 წლის კორონა-კრიზისის დროს ის ხელმეორედ აღზევდა და წლის ბოლოს ფასმა $29 000-ს გადააჭარბა, 2021 წლის აპრილში კი უკვე $64 000-ს.

 

ბიტკოინის კვალდაკვალ ისტორიულ მაქსიმუმზეა ეთერიუმის ღირებულებაც და მისი ფასი ამჟამად $4800-ს აჭარბებს, ხოლო კაპიტალიზაცია $570 მლრდ-ს.

 

გაზრდილია სხვა ალტკოინების ფასებიც, თუმცა მათ რეკორდამდე ჯერ კიდევ ბევრი უკლიათ. რიპლი $1.26 ღირს, ეს აპრილის ფასის 65% და 2018 წლის იანვრის ღირებულების 33%-ა. 28 ცენტზეა დოჯკოინიც, მაშინ როცა მიმდინარე წლის 8 მაისს მისმა ღირებულებამ 73 ცენტს მიაღწია, თუ ბიტკოინმა ნოემბერში ახალი რეკორდი მოხსნა, დოჯკოინმა ვარდნის შემდეგ ჯერჯერობით ღირებულებიც ნახევარიც ვერ დაიბრუნა.

 

კრიპტოსამყაროში გადაჭრით რაიმეს თქმა ძნელია, თუმცა წინა პერიოდებში ალტკოინების ფასის ცვლილება ბიტკოინის ფასის ცვლილებას რამდენიმე კვირის დაგვიანებით მიჰყვებოდა, თანაც უფრო დიდი ნაბიჯებით. პირობითად თუ ბიტკოინის ფასი 30%-ით იზრდებოდა, სხვა ალტკოინები 3-4 კვირის შემდეგ 50-60 პროცენტით იზრდებოდა, იგივე ხდებოდა ვარდნის შემთხვევაშიც.

 

ბიტკოინი კომპიუტერული მაინინგის შედეგად იქმნება. მისი რაოდენობა ლიმიტირებულია და 21 მლნ-ს შეადგენს, ამჟამად მიმოქცევაში 18.9 მლნ ბიტკოინია.   




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up