კრიპტოვალუტების კომპანია Core Scientific Inc, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ბიტკოინების მაინერი კომპანიაა, აცხადებს, რომ შესაძლოა, წლის ბოლოსთვის ფინანსური სახსრების გარეშე დარჩეს და გაკოტრების შესახებ გამოაცხადოს.
კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე ნეგატიური გავლენა იქონია ბიტკოინის გაუფასურებამ და ელექტრო ენერგიაზე ფასის ზრდამ, ასევე ბაზარზე გაზრდილმა კონკურენციამ და სასამართლო დავამ კრიპტოვალუტების პლატფორმასთან Celsius Network - აცხადებენ კომპანიაში.
Celsius Network-მა, რომელმაც გაკოტრების შესახებ მიმდინარე წელს გამოაცხადა, უარი თქვა ვალის გადახდაზე კომპანიისთვის Core Scientific, რამაც ამ უკანასკნელის ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გააუარესა.
Core Scientific-ი აპირებს უარი თქვას ვალის გადახდაზე, რომელიც მას უწევს წლის ბოლომდე და იურიდიული და ფინანსური კონსულტაციებისთვის მოიწვია კომპანიები Weil, Gotshal & Manges LLP და PJT Partners-ი.
27 ოქტომბრის მდგომარეობით, კომპანია ფლობდა 24 ბიტკოინს და 26,6 მლნ დოლარს. შედარებისთვის სექტემბერში ის ფლობდა 1,051 ბიტკოინს და 29,5 მლნ დოლარს.
Core Scientific-ის აქციები გუშინდელი ვაჭრობისას 73%-ით გაუფასურდა, წლის განმავლობაში კი 97%-ით არის შემცირებული.