წინა წლებში წარმოქმნილი კრედიტორული დავალიანების დასაფარად 79 მლნ ლარი გამოიყო

წინა წლებში წარმოქმნილი კრედიტორული დავალიანების დასაფარად 79 მლნ ლარი გამოიყო

access_time2022-11-19 16:30:56

„საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საანგარიშო იანვარ-ოქტომბერში წინა წლებში წარმოქმნილი კრედიტორული დავალიანებების დასაფარად 2022 წლის გეგმით გამოყოფილი იქნა 79 000.0 ათასი ლარი, საკასო ხარჯმა შეადგინა 84 988.0 ათასი ლარი.

როგორც სახელმწიფო ხაზინის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ცალკეული ღონისძიებების სახით წინა პერიოდში წარმოქმნილი დავალიანების დასაფარად განისაზღვრა 29 000.0 ათასი ლარის ასიგნება, საკასო ხარჯმა შეადგინა 27 717.6 ათასი ლარი, (,,საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის’’ სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მიერ, წინა წლებში შესრულებული საგზაო სამუშაოების აუნაზღაურებელი ნაწილის გადახდა - 27 717.6 ათასი ლარი), წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდის დაზუსტებულმა გეგმამ 50 000.0 ათასი ლარი. აქედან, იუსტიციის სამინისტროს გამოეყო 1 048.6 ათასი ლარი, (საკასო ხარჯმა შეადგინა 1 048.6 ათასი ლარი); ავტონომიური რესპუბლიკებისათვის გადასაცემი ტრანსფერებისთვის 20 000.0 ათასი ლარი (საკასო ხარჯი - 20 000.0 ათასი ლარი); საბიუჯეტო ორგანიზაციების დავალიანების დასაფარად საინკასო დავალებით ჩამოჭრილი თანხების ასანაზღაურებლად გეგმამ შეადგინა 28 951.3 ათასი ლარი (საკასო ხარჯი - 5 916.1 ათასი ლარი).


,,საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ცალკეული ღონისძიებებისათვის და წინა პერიოდში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებების გარდა, საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საბიუჯეტო ასიგნებებში წარმოქმნილი ეკონომიის ხარჯზე წინა პერიოდის დავალიანების დასაფარად საკასო ხარჯმა შეადგინა 30 305.7 ათასი ლარი, მათ შორის, მიზნობრივი გრანტის ფარგლებში გაწეულმა ხარჯმა – 1 115.4 ათასი ლარი.




„წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდის“ ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, შესაბამისი სააღსრულებლო ბიუროების საინკასო დავალებებით სახაზინო სამსახურის ანგარიშებიდან წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან, დაკისრებული თანხების სახით ავტომატურ რეჟიმში იძულების წესით ჩამოჭრილი იქნა 5 916.1 ათასი ლარი, რაც გატარდა საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების ორგანიზაციულ კოდზე.


თეგები:
ბიუჯეტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up