ბიუჯეტის დეფიციტის ნეიტრალურ დონემდე შემცირება ოპტიმალურია - სებ 2023 წლის ბიუჯეტის პროექტზე დასკვნას აქვეყნებს

ბიუჯეტის დეფიციტის ნეიტრალურ დონემდე შემცირება ოპტიმალურია - სებ 2023 წლის ბიუჯეტის პროექტზე დასკვნას აქვეყნებს

access_time2022-10-21 15:00:37

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პარლამენტს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ დასკვნა წარუდგინა. სებ-ი ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების ტენდენციას მიესალმება და თვლის, რომ დეფიციტის ნეიტრალურ დონემდე შემცირება ოპტიმალურია. ეროვნული ბანკი ასევე აღნიშნავს, რომ მთავრობის მიერ უფრო მეტი აქცენტის გაკეთება შიდა ვალის აღებაზე, ვალის პორტფელის დედოლარიზაციას უწყობს ხელს.


„მნიშვნელოვანია, რომ, გააქტიურებული ეკონომიკური აქტივობისა და შემოსავლების ზრდის ფონზე, ფისკალური კონსოლიდაცია გრძელდება და, ფისკალური წესის შესაბამისად, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი 2023 წლისთვის მდგრად დონეს (3 პროცენტი ან ნაკლები) უბრუნდება. საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, 2022 წლის მაღალი ეკონომიკური აქტივობის შედეგად რეალური ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელზე მაღალია და ეკონომიკის ციკლური პოზიცია დადებითია - ეკონომიკური აქტივობა აჭარბებს მის პოტენციურ დონეს, რაც პრო-ინფლაციურია. მოსალოდნელია, რომ 2023 წელს ეკონომიკა მის წონასწორულ მდგომარეობას დაუბრუნდება, ანუ ეკონომიკური აქტივობა მის პოტენციურ დონეს დაუახლოვდება და შესაბამისად, გამოშვების გაპი დაიხურება. ამის ფონზე, ბიუჯეტის დეფიციტის ნეიტრალურ დონემდე შემცირება ოპტიმალურია.


საქართველოს ეროვნული ბანკი მიესალმება ფისკალური სტიმულის შემცირებას. თუმცა ასევე ხაზგასასმელია, რომ მოსალოდნელზე სწრაფი ეკონომიკური აღდგენის პროცესების პარალელურად, როდესაც ფისკალური სტიმულის საჭიროება შემცირებულია, 2023 წელს ფისკალური კონსოლიდაციის იმაზე უფრო მეტად დაჩქარება, ვიდრე ბიუჯეტის პროექტი მოიაზრებს, ერთი მხრივ, იმპორტის შემცირების გზით საგადასახდელო ბალანსს გააუმჯობესებს, ხოლო მეორე მხრივ, მთლიან მოთხოვნაში ნაკლებ წვლილს შეიტანს, რაც, საბოლოოდ, ინფლაციური წნეხის შერბილებას შეუწყობს ხელს.



აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსების წყარო, ვალდებულებები, საგარეო ვალდებულებების კლების ხარჯზე მცირდება. აღნიშნული ტენდენცია დადებით გავლენას მოახდენს სახელმწიფო ვალის დედოლარიზაციაზე და ქვეყნის სუვერენული რისკის შემცირებას შეუწყობს ხელს. 2023 წლის ნაერთი ბიუჯეტის წარმოდგენილ ვერსიაში გათვალისწინებულია ვალდებულების წმინდა ზრდის 2,370 მლნ ლარიანი დონე, რაც 147.0 მლნ ლარით ნაკლებია 2022 წელს დაგეგმილ მაჩვენებელთან შედარებით. ამ შემცირების მთელი წილი (ვალდებულებების ცვლილების 166.0 პროცენტი) საგარეო ვალის შემცირებაზე მოდის, საშინაო ვალდებულებების წილი კი პირიქით იზრდება (ვალდებულებების ცვლილების 66.0 პროცენტი). იზრდება მთავრობის საშინაო ვალის წვლილიც (მთავრობის ვალის 10.6 პპ), ხოლო საგარეო ვალის წვლილი მთლიანი ვალის მოცულობაში (28.3 პპ) კი მცირდება.


საქართველოს ეროვნულ ბანკს წარმოდგენილ დოკუმენტზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სხვა შენიშვნები არ აქვს“, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის დასკვნაში.


საქართველოს პარლამენტში წარდგენილიკანონის პროექტის თანახმად, 2023 წელს 2022 წლის ბიუჯეტის მოსალოდნელ დონესთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 1,526.0 მილიონი ლარით იზრდება და 20,202.0 მილიონი ლარით (ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის 25.4 პროცენტი) განისაზღვრება. შემოსავლების ზრდა განპირობებულია საგადასახადო შემოსავლების (მშპ-ს 23.2 პროცენტი), მეტწილად პირდაპირი გადასახადების ზრდით.


შემოსავლების ზრდასთან ერთად, ხარჯებმაც 1,363.0 მლნ ლარით მოიმატა და16,972.0 მილიონი ლარი (მშპ-ის 21.3 პროცენტი) შეადგინა. ხარჯების ზრდის გამომწვევ მიზეზებს შორისაა შრომის ანაზღაურების ზრდა (ხარჯების ცვლილების 30.6 პროცენტი), საპროცენტო ხარჯები (ხარჯების ცვლილების 29.2 პროცენტი), სოციალურ უზრუნველყოფაზე გაწეული დანახარჯები(ხარჯების ცვლილების 23.7 პროცენტი), საქონლისა და მომსახურების შესყიდვა (ხარჯების ცვლილების 11.6 პროცენტი), სუბსიდიების გაცემა (ხარჯების ცვლილების 5.6 პროცენტი), სხვა ხარჯები (ხარჯების ცვლილების 2.4 პროცენტი).რაც შეეხება კაპიტალურ ხარჯებს (არაფინანსური აქტივების ზრდა), მისი დონე 2023 წელს, მცირედით, 19 მლნ ლარით იკლებს. ხოლო არაფინანსური აქტივების წმინდა ზრდის ცვლილებამ 81.0 მლნ ლარი შეადგინა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up