ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებასთან ერთად, მთავრობამ უნდა შეამციროს მაღალ პროცენტიანი შიდა ვალის აღება - რეკომენდაცია

ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებასთან ერთად, მთავრობამ უნდა შეამციროს მაღალ პროცენტიანი შიდა ვალის აღება - რეკომენდაცია

access_time2022-10-15 10:00:11

„საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო“ მთავრობას 2023 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აძლევს და ხელისუფლებას ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებასთან ერთად, მაღალ პროცენტიანი შიდა ვალის აღების შემცირებისკენაც მოუწოდებს, რომლის მომსახურება ბიუჯეტის ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის.


არასამთავრობო ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ მისასალმებელია, რომ ბიუჯეტის დეფიციტი მცირდება და კანონით დაშვებულ ზღვრებს უბრუნდება, თუმცა ის მაინც მაღალია და ბიუჯეტის კანონის დამტკიცებამდე, მთავრობა მის შემცირებას უნდა ეცადოს.


„დეფიციტის შემცირება ფასების და ლარის კურსის სტაბილურობას შეუწყობს ხელს. ამასთან, იგი ეროვნულ ბანკს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებაში დაეხმარება, მთავრობის ვალის ტვირთს კიდევ უფრო შეამცირებს და ქვეყნის საკრედიტო რეიტინგს გააუმჯობესებს;


შემცირებული უცხოური გრანტების მნიშვნელოვნად ზრდისთვის მთავრობამ წლის ბოლომდე უნდა შეასრულოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსისთვის საჭირო რეკომენდაციები. ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების 2014-2021 წლების გამოცდილებაზე დაყრდნობით, ამ სტატუსის მოპოვების შემთხვევაში, საქართველოს ევროკავშირისგან ყოველწლიურად დამატებით 400 მლნ ლარამდე გრანტის მიღების შესაძლებლობა მიეცემა;


ბიუჯეტიდან თანხის ხარჯვის ეფექტიანობის ასამაღლებლად გამკაცრებას საჭიროებს პროგრამული ბიუჯეტის სწორად შედგენის კონტროლი. განსაკუთრებული ყურადღება პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნების სწორად დასახვას და მოსალოდნელი შედეგების შეფასების ინდიკატორების სწორად შერჩევას უნდა მიექცეს. დღემდე პროგრამული ბიუჯეტის პრინციპები ფორმალობად რჩება და რეალურად ის მხოლოდ ბიუჯეტის ტექნიკურ ნაწილში არის ასახული;


ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების მოსალოდნელი შედეგები და ინდიკატორები, რომლებიც დანართშია მოცემული,  ბიუჯეტის შესახებ კანონის ძირითადი ტექსტის ნაწილი უნდა გახდეს“, - განმარტავენ „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოში“.



საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მთავრობა 2022 წლისთვის ეკონომიკის 8.5%-იან ზრდას პროგნოზირებს. ვინაიდან მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა, წლიური ზრდის ტემპის 8.5%-მდე შენარჩუნება რეალური ჩანს. წელს დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდა პანდემიის გამო ეკონომიკურ აქტივობაზე დაწესებული შეზღუდვების სრულად მოხსნით, ტურიზმის მნიშვნელოვნად აღდგენით და რუსეთ-უკრაინის ომის გამო რუსეთიდან საქართველოში გაზრდილი მიგრაციით და ფულადი გზავნილებით არის განპირობებული.


„2023 წლისთვის მთავრობა ეკონომიკის 5%-ით ზრდას პროგნოზირებს, რეალურად კი რამდენით გაიზრდება 2023 წელს ეკონომიკა, ამ ეტაპზე ამის პროგნოზირება ძალიან რთულია, რადგან ეს მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსეთ-უკრაინის ომის მსვლელობაზე და იმ გარემოებაზე, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება რუსეთიდან ომის გამო გაზრდილი ფულადი ნაკადების საქართველოში შემოსვლა. აქედან გამომდინარე, 5%-იანი ზრდის პროგნოზი ბიუჯეტის დასაგეგმად საჭირო საორიენტაციო ნიშნულად შეიძლება ჩაითვალოს.


2023 წლისთვის აშშ დოლარის მიმართ ლარის საორიენტაციო გაცვლით კურსად 2.85 არის აღებული. წლიური ინფლაციის მოსალოდნელი დონე კი 3.5%-ია.


პროექტის მიხედვით, 2023 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 21.3 მლრდ ლარი იქნება, რაც 2022 წლის ბიუჯეტის შემოსულობებზე 1.5 მლრდ ლარით (7.3%-ით) მეტია.


შემოსულობების ყველაზე მსხვილი მუხლი  - შემოსავლები 2023 წელს 17.2 მლრდ ლარი იქნება, რაც 2022 წლისთვის დაგეგმილ შემოსავლებზე 1.4 მლრდ ლარით (9.1%-ით) მეტია.


შემოსავლები საგადასახადო შემოსავლებს, გრანტებს და სხვა შემოსავლებს მოიცავს. ჯამური შემოსავლების დაგეგმილ ზრდას საგადასახადო შემოსავლების 1.5 მლრდ ლარით მატება განაპირობებს. მათ შორის, 600 მლნ ლარით უნდა გაიზარდოს დამატებული ღირებულების გადასახადით (დღგ) მიღებული თანხა, 516 მლნ ლარით - საშემოსავლო გადასახადით, ხოლო 116 მლნ-ით - მოგების გადასახადიდან მიღებული შემოსავალი. 2023 წელს ბიუჯეტში 1.5 მლრდ ლარით მეტი საგადასახადო შემოსავლის დაგეგმვა ეკონომიკური ზრდით და ინფლაციით არის განპირობებული. ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტში 16 მლრდ ლარამდე გადასახადი უნდა შევიდეს“, - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში. 


63 მლნ ლარით მცირდება მისაღები გრანტების მოცულობა და იგი 280 მლნ ლარს შეადგენს. საერთაშორისო ორგანიზაციებისგან და სხვა სახელმწიფოთა მთავრობებისგან მისაღები გრანტები 73 მლნ ლარით მცირდება, ხოლო ცენტრალური მთავრობის საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან (სსიპ-ებიდან) და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებიდან (ა(ა)იპ-ებიდან) მისაღები გრანტები 10 მლნ ლარით იზრდება. ყველაზე დიდი კლება ევროკავშირის მიერ გამოყოფილ მიმდინარე გრანტებშია. 2022 წელთან შედარებით, 2023 წელს საქართველოს მთავრობა ევროკავშირისგან 83 მლნ ლარით ნაკლებ გრანტს მიიღებს, სულ კი მისაღები თანხა 145 მლნ ლარს შეადგენს. ჯამში, 2023 წელს მისაღები 280 მლნ ლარის გრანტიდან ევროკავშირზე და ევროკავშირში შემავალი ქვეყნების მთავრობებზე 180 მლნ ლარი მოდის, ხოლო სსიპ-ებიდან და ა(ა)იპ-ებიდან მისაღებ გრანტებზე - 100 მლნ ლარი.


2023 წელს ბიუჯეტის სხვა შემოსავლების მუხლი 15 მლნ ლარით იზრდება, რაც ჯარიმებიდან და საურავებიდან 15 მლნ ლარით მეტი მოსალოდნელი შემოსავლის მიღებით არის განპირობებული.


2023 წელს პრივატიზაციიდან (არაფინანსური აქტივების კლებიდან) 200 მლნ ლარის მიღებაა დაგეგმილი, რაც 2022 წლის გეგმაზე 100 მლნ ლარით ნაკლებია. ასევე აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში პრივატიზაციის შედეგად ბიუჯეტში 132 მლნ ლარია მობილიზებული, როცა წლიური გეგმა 300 მლნ ლარია.


ფინანსური აქტივების კლებიდან, რაც ადრე გაცემული სესხების დაბრუნებას გულისხმობს, 2023 წელს ბიუჯეტში 280 მლნ ლარი შევა, რაც 2022 წლის გეგმიურ მაჩვენებელზე 130 მლნ ლარით მეტია.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up