ბიუჯეტის გაზრდილი შემოსავლებიდან 710 მლნ. ლარი ვალების შემცირებას, ხოლო 507 მლნ. ლარი სახელმწიფო უწყებების დაფინანსების გაზრდას მოხმარდება - კაკაურიძე

ბიუჯეტის გაზრდილი შემოსავლებიდან 710 მლნ. ლარი ვალების შემცირებას, ხოლო 507 მლნ. ლარი სახელმწიფო უწყებების დაფინანსების გაზრდას მოხმარდება - კაკაურიძე

access_time2022-10-04 23:55:26

„2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავალი 1.2 მლრდ. ლარით იზრდება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებების წარდგენისას.


გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის წევრებს მიმდინარე წლის ძირითადი ფინანსური დოკუმენტის ფისკალური და მაკროეკონომიკური პარამეტრები გააცნო და იმ მიმართულებებზე ისაუბრა, სადაც გაზრდილი შემოსავლები გადანაწილდება. მისი ინფორმაციით, დაგეგმილთან შედარებით ქვეყანაში არსებულმა ეკონომიკურმა ზრდამ, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა და საქონლის ექსპორტის გაზრდილმა მაჩვენებლებმა სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა განაპირობა.


„განახლებული მაკროეკონომიკური პროგნოზები შემდეგ ცვლილებებს ითვალისწინებს: რეალური ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელს ნაცვლად მანამდე არსებული 6%-სა 8,5%-მდე იზრდება. ფაქტიური მაჩვენებლების გათვალისწინებით მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 10,5%-ს შეადგენს. ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი 72,2 მლრდ ლარის ოდენობით განისაზღვრება და ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 1 266,0 მლნ ლარით იზრდება“, - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ.



გიორგი კაკაურიძის განცხადებით, გაზრდილი შემოსავლებიდან 710 მლნ. ლარი სახელმწიფოს მიერ არსებული ვალების შემცირებაზე, ხოლო 507 მლნ. ლარი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების დაფინანსების გაზრდას მოხმარდება. მომხსენებელმა დეპუტატებს სამინისტროებისთვის დამატებითი ასიგნებების განკარგვაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და იმ პროგრამებსა და პროექტებზე ისაუბრა, რომლებზეც დამატებითი ფინანსური რესურსები მიიმართება.


საბიუჯეტო ცვლილებების წარმოდგენილი პროექტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ შეაფასა.


„ბიუჯეტის ცვლილებები განპირობებულია მაღალი ეკონომიკური ზრდით, რაც ბოლო პერიოდში საქართველოს ეკონომიკაში არსებობს. აგვისტოში ჩვენ გვქონდა 10,5 პროცენტიანი ზრდა, ხოლო 8 თვის საშუალო მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა, არის 10,3 პროცენტი. ბიუჯეტში ჩადებული გვაქვს 6%-იანი ზრდა. საპროცენტო განაკვეთების გარდა, ეკონომიკა ყველა მიმართულებით აჩვენებს ზრდას და ჩვენი პროგნოზი ამ მიმართულებით გამართლდა. საქართველოს ეკონომიკის გეგმიურზე მაღალი ზრდის ტემპი გახდა ფუნდამენტი იმისა, რომ განახლდა მაკროეკონომიკური პარამეტრები და 6 პროცენტის ნაცვლად ბიუჯეტში ჩადებულია 8,5%-იანი ზრდა. ნომინალში მთლიანი შიდა პროდუქტი 64,8 მლრდ ლარის ნაცვლად, წარმოდგენილია 72,2 მლრდ ლარით. გაუმჯობესება არის ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვან დეფიციტთან დაკავშირებით. დეფიციტის მაჩვენებელი 4,4 პუნქტი შემცირებულია 3,2 პუნქტამდე. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხი“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up