სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში ბიუჯეტში სანქციებიდან, ჯარიმებიდან და საურავებიდან 52 637 219 ლარი შევიდა. აქედან, სახელმწიფო ბიუჯეტში - 22 350 838 ლარი, ხოლო ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტში - 30 286 380 ლარი.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 34 925 214 იყო. რაც იმას ნიშნავს, რომ წელს ჯარიმებიდან ბიუჯეტში 50,7%-ით მეტი თანხის მობილიზება მოხდა.