საქართველოდან ბიუსტჰალტერების საექსპორტო ღირებულება ისტორიულ მაქსიმუმზეა. 2022 წელს საქართველომ უცხოეთის ბაზრებზე 6 642 760 დოლარის ღირებულების ბიუსტჰალტერები (მანქანით ან ხელით ნაქსოვი ტრიკოტაჟისა, ან არატრიკოტაჟისა) გაყიდა, რაც ბოლოს 10 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოდან ბიუსტჰალტერების ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა 2017 წლიდან ფიქსირდება.
2022 წელს საქართველომ ექსპორტზე 11%-ით მეტი, 349.27 ტონა ბიუსტჰალტერები გაიტანა, 2021 წლის მაჩვენებლებით კი 313.59 ტონა ბიუსტჰალტერები. სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, წონის მხრივ საქართველოდან ბიუსტჰალტერების ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ პანდემიის პერიოდში, 2020 წელს დაფიქსირდა და ქვეყნიდან 436.28 ტონა ბიუსტჰალტერები გავიდა.
2022 წელს ექსპორტირებული ბიუსტჰალტერების საერთო რაოდენობიდან 98%-ი თურქეთში გავიდა. 2022 წლის იანვარ-დეკემბერში საქართველოდან თურქეთში 340.88 ტონა ბიუსტჰალტერები გადაიზიდა.
ბიუსტჰალტერების საექსპორტო ქვეყნების ტოპ-3-შია ასევე, სომხეთი (8.08 ტონა, 224.27 ათასი დოლარი) და აზერბაიჯანი (0.13 ტონა, 17.20 ათასი დოლარი).
საქართველოში შეკერილი ბიუსტჰალტერები იყიდება ევროკავშირშიც, 2022 წელს საუბარია ევროკავშირის ქვეყნებში: ხორვატიაში, იტალიაში, გერმანიაში, პოლონეთში და ესპანეთში 8.53 ათასი დოლარის ღირებულების 0.09 ტონა ბიუსტჰალტერების ექსპორტზე.