„ბიზნეს ასოციაციისა და იაპონიის ერთობლივი ბიზნეს ფორუმი შექმნის ახალ შესაძლებლობებს იაპონიიდან ინვესტიციების მოსაზიდად“ - სოსო ფხაკაძე

„ბიზნეს ასოციაციისა და იაპონიის ერთობლივი ბიზნეს ფორუმი შექმნის ახალ შესაძლებლობებს იაპონიიდან ინვესტიციების მოსაზიდად“ - სოსო ფხაკაძე

access_time2022-11-03 11:55:32

საქართველოში იაპონიის საელჩოსა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით იაპონური ბიზნეს ფორუმი გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელი იაპონია-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე საიუბილეო წელია. სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით გაიმართა ზემოხსენებული ღონისძიება.

 

ფორუმი მიზნად ისახავდა იაპონია-საქართველოს ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას და მასში მონაწილე ქვეყნების ბიზნეს წარმომადგენლებს შორის კავშირების დამყარებას.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს, იაპონიის და აზერბაიჯანის ბიზნეს წრეების წარმომადგენლები, მონაწილე ქვეყნების ხელისუფლებების მაღალი რანგის თანამდებობის პირები და სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების წარმომადგენლები.


 

აღსანიშნავია, რომ ფორუმის მსვლელობისას საუბარი შეეხო მდგრად ბიზნეს გარემოს და მის მნიშვნელობას, რეგიონის სავაჭრო პოტენციალსა და ენერგეტიკულ და კლიმატთან დაკავშირებულ გამოწვევებს.

 

ფორუმის მონაწილე მხარეებმა რეგიონში არსებული ბიზნეს გამოწვევები და შესაძლებლობები დეტალურად განიხილეს.

 

„იაპონია არის მესამე ეკონომიკა მსოფლიოში და რასაკვირველია, უმნიშვნელოვანესია ამ ორ ქვეყანას შორის როგორც დიპლომატიური ურთიერთობების, ასევე ბიზნეს საქმიანობის კიდევ უფრო გაღრმავება და გაძლიერება. ჩვენ მზად ვართ ახალი ბიზნეს კავშირებისა და თანამშრომლობისთვის, რაც პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე. საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გვყავს რამდენიმე იაპონური კომპანია და ვიმედოვნებთ, რომ ბიზნეს ასოციაციისა და იაპონიის ერთობლივი ბიზნეს ფორუმი შექმნის ახალ შესაძლებლობებს იაპონიიდან ინვესტიციების მოსაზიდად“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up