ბიზნეს დავების არბიტრაჟში გადაწყვეტაზე მოთხოვნა იზრდება

ბიზნეს დავების არბიტრაჟში გადაწყვეტაზე მოთხოვნა იზრდება

access_time2021-11-26 22:00:00

არბიტრაჟზე მზარდი მოთხოვნაა. საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) ინფორმაციით, მიმდინარე წელს 2019 წელთან შედარებით საქმეების რაოდენობა 3-ჯერაა გაზრდილი.



როგორც საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილემ, მაგდა ბოლოთაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, დავების გადასაწყვეტად მომართვიანობა არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი ბიზნესსუბიექტების მხრიდანაც ფიქსირდება.



„ყოველწლიურად მომართვიანობა არის გაზრდილი და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ადგილობრივი დავებია, არამედ საერთაშორისო დავებიც და არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ორივე მოდავე მხარე არის უცხოელი. ანუ GIAC-ი ყალიბდება როგორც რეგიონული არბიტრაჟი და მისი ცნობადობა საკმაოდ მაღალია და საკმაოდ რესპექტაბელურია,“ - განაცხადა მაგდა ბოლოთაშვილმა.




მიუხედავად მზარდი მომართვიანობისა, პროცესს ახლავს გამოწვევებიც. საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრში ტექნიკურ შეფერხებებზე საუბრობენ. იურიდიული კომპანიები კი მთავარ გამოწვევად ქართულ საკანონმდებლო რეგულცაციებს ასახელებენ.



„გამოწვევაა გარკვეულწილად ტექნიკური შეფერხებები, რომლებიც დაკავშირებულია საარბიტრაჟო პროცესის არცოდნასთან. ასევე, სასამართლოში აღსრულებასთან დაკავშირებული ხარვეზები ვადებთან მიმართებაში. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ესეც გამოსწორებადია, მთავარია, ყველას ნება იყოს,“ - განაცხადა საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გენერალურმა მდივანმა ბექა ინჯიამ.



„იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს ძალიან მაღალი ნდობის მანდატი არ აქვს საქართველოში ვფიქრობ, რომ ისეთი ინსტრუმენტის უფრო აქტიურად და მობილურად გამოყენება, როგორიც არბიტრაჟია ძალიან მნიშვნელოვანია. უბრალოდ, დღეს ქართული საკანონმდებლო რეგულაციები, ვფიქრობ, ამის საშუალებას არ იძლევა. იქედან გამომდინარე, რომ არბიტრაჟი დღესდღეობით საკანონმდებლო რეგულაციების გათვალისწინებით იმდენად სწრაფი და ეფექტიანი არ არის, როგორც დასავლეთის ქვეყნებში, მიმართვიანობა არ არის ისეთი მაღალი, როგორიც დასავლეთში, თუმცა ვფიქრობ, გაიზრდება და უფრო ეფექტიანი გახდება,“ - აღნიშნა იურიდიული კომპანია „ვიბიეითის“ მმართველმა პარტნიორმა, დავით კიკალეიშვილმა.



შეგახსენებთ, რომ არბიტრაჟის ხელშესაწყობად, გუშინ, ყოველწლირი ღონისძიება - საარბიტრაჟო დღეები 20-21 გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც სფეროს ექსპერტები ერთმანეთთან ტრენდულ ინფორმაციას გაცვლიან.



business-partner.ge



თეგები:
არბიტრაჟი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up