„ონლაინ გამოწერის განბაჟების ზღვრის გაზრდა საცალო ვაჭრობის ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის მოთხოვნის შემცირებას გამოიწვევს“ - IG Development Georgia

„ონლაინ გამოწერის განბაჟების ზღვრის გაზრდა საცალო ვაჭრობის ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის მოთხოვნის შემცირებას გამოიწვევს“ - IG Development Georgia

access_time2022-07-08 20:22:21

„სითი მოლ საბურთალოს“ და „სითი მოლ გლდანს“ მფლობელი კომპანია IG Development Georgia, პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტს, რომელიც განბაჟების ზღვრის 300-ლარიანი ნიშნულიდან 700 ლარამდე გაზრდას გულისხმობს, განცხადებით ეხმიანება და აცხადებს, რომ აღნიშნული კანონპროექტის დამტკიცება ქვეყნის ეკონომიკასა და ბიზნესს მნიშვნელოვნად დააზიანებს, რადგან საცალო ვაჭრობის სექტორში შემავალი კომპანიები არასამართლიანი კონკურენციის პირობებში აღმოჩნდებიან, იმიტომ რომ მათ გადასახადების გადახდა 1-დან 700 ლარამდე ღირებულების პროდუქციის იმპორტზეც სრულად უწევთ, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში კი, ბაზარზე გაიზრდება ისეთი მოთამაშეების რაოდენობა, რომლებიც გადასახადების გადახდას თავს აარიდებენ და აღნიშნულ კანონს არასამართლიანი უპირატესობის მისაღებად გამოიყენებენ.

 

„ნივთის ონლაინ გამოწერის განბაჟების ზღვრის გაზრდა გამოიწვევს საცალო ვაჭრობის ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციო პროდუქციის მოთხოვნის შემცირებას, შესაბამისად, შემცირდება ადგილობრივი რეალიზაციები და ადგილობრივი სავაჭრო ობიექტების შემოსავლები, რაც, თავის მხრივ, შეამცირებს სახელმწიფო ბიუჯეტში საიმპორტო და სხვა გადასახადების სახით მისაღებ თანხებს, აღნიშნული ადგილობრივ მოვაჭრეებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს. წარმოდგენილი ინიციატივით ვამცირებთ არა მარტო საბიუჯეტო შემოსავლებს, ასევე ვზრდით სამუშაო ადგილების შემცირების რისკს“, - წერია განცხადებაში.

 

საქართველოს პარლამენტში ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის მიერ ინიციირებულია კანონპროექტი, რომლის თანახმად, შესაძლოა განბაჟების გადასახადისგან გათავისუფლდეს 700 ლარამდე ღირებულების, 30 კილოგრამამდე საერთო წონის საქონლის საფოსტო გზავნილი.


 

მიმდინარე  წლის მაისში გადამზიდავმა კომპანია  USA2GEORGIA -მ მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით  დაიწყო კამპანია, რომელიც  ასევე შეძენილი პროდუქციის განბაჟების 300 ლარიანი ზღვარის 700 ლარამდე გაზრდას გულისხმობდა და წერდა, უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსის მატებამ ლართან მიმართებაში მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა 300 ლარიან ზღვარზე და მძიმე ტვირთად აწვება მომხმარებელს. აღნიშნული მოთხოვნით USA2GEORGIA ონლაინ ხელმოწერებსაც აგროვებდა.

 

 



თეგები:
IG Development Georgia



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up