2022 წლის IV კვარტლის სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, რეგიონების მიხედვით მთლიან ბრუნვაში თბილისი პირველ ადგილზეა. საქსტატის მაჩვენებლებით, რეგიონების მიხედვით მთლიან ბრუნვაში ლიდერობს თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით:
⦁ ქ. თბილისი – 79.6 პროცენტი
⦁ აჭარის ა.რ. – 5.2 პროცენტი
⦁ ქვემო ქართლი – 4.8 პროცენტი
⦁ იმერეთი – 3.2 პროცენტი
⦁ სამეგრელო-ზემო სვანეთი – 1.9 პროცენტი
რეგიონების მიხედვით პროდუქციის მთლიან გამოშვებაში ლიდერობს ასევე თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით:
⦁ ქ. თბილისი – 66.0 პროცენტი
⦁ აჭარის ა.რ. – 8.0 პროცენტი
⦁ ქვემო ქართლი – 7.3 პროცენტი
⦁ იმერეთი – 6.0 პროცენტი
⦁ სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.0 პროცენტი.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის IV კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის
ბრუნვის მოცულობა 18.1 პროცენტით გაიზარდა და 51.7 მილიარდი ლარი შეადგინა.
ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2022 წლის IV კვარტალში მისი მოცულობა 19.8 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 22.1 პროცენტით მეტია.