„ახალბედა სექტორი, რომელიც 10 წელია ყალიბდება, დიალოგის არარსებობის გამო დაზარალდა„ -  გასართობი ცენტრების ასოციაცია

„ახალბედა სექტორი, რომელიც 10 წელია ყალიბდება, დიალოგის არარსებობის გამო დაზარალდა„ - გასართობი ცენტრების ასოციაცია

access_time2021-03-16 16:05:07

„გამომდინარე იქიდან, რომ ამ ერთი წლის მანძილზე ჩვენს სექტორსა და სახელმწიფოს შორის სწორი კომუნიკაცია არ ყოფილა, 50-60 გასართობი ცენტრი გაკოტრდა და დაიხურა, რაც იმას ნიშნავს, რომ 3000-მდე ადამიანი, მათ შორის სტუდენტები უმუშევრები დარჩნენ“ -  ამის შესახებ, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ გასართობი ცენტრების ასოციაციის დამფუძნებელმა გიორგი მთიულიშვილმა ისაუბრა.


გიორგი მთიულიშვილმა აღნიშნა, რომ სწორი კომუნიკაციის შემთხვევაში გასართობ ცენტრებს სუბსიდირება შეეხებოდა და ათეულობით ობიექტი არ დაიხურებოდა.


სხვა ბიზნესების მსგავსად, ჩვენს სექტორსაც სახელმწიფოსთან კომუნიკაცია რომ ჰქონოდა, ჩვენს სათქმელს სახელმწიფომდე მივიტანდით და თამაშგარე მდგომარეობაში არ ვიქნებოდით . იმ 3000 -მდე ადამიანს კი დღეს სამსახურის ძებნა აღარ მოუწევდა.


ობიექტების დახურვა არ ნიშნავს იმას, რომ შუქი ჩააქრო და წახვიდე, წყალი უნდა გქონდეს აუცილებლად, უნდა მიხვიდე, სისუფთავე დაიცვა რათა, როდესაც ობიექტს მუშაობის განახლების ნებართვა მიეცემა, სტუმრებს სისუფთავე და წესრიგი დახვდეს. ობიექტის შენახვის ხარჯი დაახლოებით 2000-3000 ლარამდეა, რადგან დაცვა სჭირდება,  კომუნალური გადასახადებიც გადასახდელია, შესაბამისად სექტორის დაახლოებით 30%-მა ამ გადასახადებს ვერ გაუძლო და დაიხურა.


სამწუხაროდ, სახელმწიფოს და ბიზნეს სექტორს შორის კომუნიკაცია არ არის და მათ შორის ხიდია ჩატეხილი, არ ვიცი ჩვენ მგლები ვგონივრთ და ფიქრობენ, რომ არ შეგვიძლია საკუთარი სათქმელის მიტანა თუ რა ხდება, ეს უნდა გამოსწორდეს, თორემ ხვალ პანდემია აღარ იქნება და შეიძლება სხვა პრობლემა გაჩნდეს, ამიტომ სახელმწიფოსთან კომუნიკაცია უნდა გვქონდეს.



თუ აქცია არ მოაწყვე და გარეთ არ გამოხვედი, ყურადღებას არავინ გაქცევს, ამიტომ ეს ხიდი თუ არ აღდგა, ქვეყანა ვერ აშენდება. მე შეიძლება სხვა ბიზნესი ვაკეთო, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას ეშველება. დიალოგი რომ არ შედგა, ამან ძალიან დიდი ზარალი მიაყენა ამ ახალბედა სექტორს, რომელიც 10 წელია ყალიბდება.“ -  აღნიშნა გიორგი მთიულიშვილმა


გიორგი მთიულშვილის განმარტებით, სექტორმა სახელმწიფოსგან მიიღო ნებართვა, რომ იმ ცენტრებმა, რომლებსაც სარესტორნო სტატუსი აქვთ, მუშაობა განაახლონ. იმ შემთხვევაში კი თუ არსებული ეპიდსიტუაცია შენარჩუნდება და ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი 4%-ს არ ასცდება, სექტორს დაბადების დღეების გადახდის უფლებაც ექნება.


„ვფიქრობთ, რომ ეს იმ დარჩენილ 150 ბიზნეს ობიექტს გადაარჩენს, რადგან როდესაც სახელმწიფომ დახურული სივრცეების გახსნა დააანონსა, ჩვენთან მეიჯარეები მოვიდნენ და იჯარის გადახდა მოგვთხოვეს. გუშინდელი შეხვედრა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამ შეხვედრას მთელი წლის მანძილზე ვითხოვდით და ჯობდა ადრე მომხდარიყო. წლის განმავლობაში რომ მთავრობასთან სწორი კომუნიკაცია გვქონოდა არც იმ 50 ობიექტს მოუწევდა დახურვა.“ -  აღნიშნა გიორგი მთიულიშვილმა.


მისივე განცხადებით, ის რეგულაციები, რაც სახელმწიფომ გასართობ ცენტრებს დაუწესა, მათთან პანდემიის დაწყებამდეც დაცული იყო, უბრალოდ მას ჩამკეტი მექანიზმი დაემატა, რაც რესტორნების შემთხვევაში მაქსიმუმ 60 ადამიანის დაშვებას გულისხმობს, მთიულიშვილი ფიქრობს, რომ გასართობი ცენტრების შემთხვევაში ეს ლიმიტი ნაკლები იქნება.


ჩვენი ობიექტების გახსნა ყველაზე მარტივი და უდანახარჯო იქნება. ჩვენს სექტორში დაახლოებით 200 ობიექტი იყო და 7000-8000 მდე ადამიანი ჰყავდა დასაქმებული. აქედან დაახლოებით 70% იყვნენ სტუდენტები, ჩვენ მცოცავი გრაფიკი გვქონდა და სტუდენტების რეჟიმს ვერგებოდით.


თუ არ ჩავთვლით ქვეყანაში არსებულ ფინანსურ ფონს, ჩვენს სერვისზე მოთხოვნა მაინც არის, რადგან მთელი წელია ბავშვები სახლში არიან გამოკეტილები და მათ გარემოს შეცვლა და სიახლე სჭირდებათ, მართალია სკოლები გაიხსნა და ბავშვები სახლებიდან გავიდნენ, მაგრამ ჩვენი პროფილი განსხვავებულია, აქ ბავშვი ენერგიას ხარჯავს, კონკრეტული კუთხით განათლებასაც იღებს, ასევე ეს მათი მშობლებისთვისაც განტვირთვაა, თან ბავშვებს აქცევენ ყურადღებას თან მეგობართან ერთად ყავის დალევის და საუბრის შესაძლებლობაც აქვთ“ -  აღნიშნა გიორგი მთიულიშვილმა.


თაკო კვაჭანტირაძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up