ბიზნეს სესხებზე მოთხოვნა გაიზარდა

ბიზნეს სესხებზე მოთხოვნა გაიზარდა

access_time2021-11-13 16:00:23

ეროვნული ბანკის კვლევის თანახმად, 2021 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ბიზნეს სესხებზე მოთხოვნა გაიზარდა.

2021 წლის სექტემბერში, ივნისთან შედარებით, კორპორატიული სესხების წლიური ზრდის ტემპი 31%-მდე გაიზარდა, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესს სესხების ზრდა მცირედით შემცირდა და 20% შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ სესხები განსაკუთრებით ეროვნულ ვალუტაში გაიზარდა. კვლევის თანახმად ბიზნეს სესხების ზრდა სექტორულ ჭრილში დიდ წილად სოფლის მეურნეობის, ვაჭრობისა და ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის სექტორების დაკრედიტებამ განაპირობა.

მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საპროცენტო განაკვეთი ეროვნული ვალუტით გაცემული ბიზნეს სესხებისთვის მცირედით გაიზარდა. კერძოდ, სექტემბერში ეროვნული ვალუტით გაცემულ მსხვილ ბიზნეს სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა 13.4% შეადგინა. რაც შეეხება უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებს, სექტემბერში ივნისთან შედარებით, ევროთი გაცემული კორპორატიული სესხებისთვის საპროცენტო განაკვეთი თვის შიგნით გაცემულ სესხებზე 2.3 პროცენტული პუნქტით, 5.3%-მდე, შემცირდა, ხოლო დოლარით გაცემული სესხებისთვის მნიშვნელოვნად არ შეცვლილა და 7.3% შეადგინა.

აღსანიშნავია ასევე, რომ მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, უმოქმედო სესხების წილი ჯამურად ბიზნეს სესხებში, 7%-მდე, შემცირდა, რაც პორტფელის ზრდასა და ზოგიერთი კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას უკავშირდება.


რაც შეეხება ფიზიკური პირების დაკრედიტების პირობებს და ტენდენციებს, ეროვნული ბანკის მონაცემებით, სექტემბერში ივნისთან შედარებით, ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების წლიური ზრდის ტემპი არ შეცვლილა და 15.9% შეადგინა.

ვალუტების ჭრილში ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების ზრდა მნიშვნელოვანწილად ეროვნული ვალუტით გაცემულმა სესხებმა განაპირობა, თუმცა მესამე კვარტალში დაჩქარდა უცხოური ვალუტით დაკრედიტება. საბანკო სექტორის წარმომადგენლები მომდევნო კვარტალში ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებზე მოთხოვნის ზრდას მოელიან.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული ვალუტით გაცემული იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთი, სექტემბერში, ივნისთან შედარებით, მნიშვნელოვნად არ შეცვლილა და 12% შეადგინა, ხოლო საცალო სესხებისთვის საპროცენტო განაკვეთი მცირედით, 18.2%-მდე, გაიზარდა. საპროცენტო განაკვეთი აშშ დოლარით გაცემული იპოთეკური სესხებისთვის 0.2 პროცენტული პუნქტით, 5%-მდე, შემცირდა, ხოლო ევროთი გაცემული სესხებისთვის მცირედით, 4.3%-მდე, შემცირდა. სებ-ის ინფორმაციით, მომდევნო კვარტალში სამომხმარებლო და უცხოური ვალუტით გაცემული იპოთეკური სესხების საპროცენტო პირობების მცირედი შერბილებაა მოსალოდნელი.

წყარო: businessformula.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up