ბიზნესდაჯილდოება 2021-ის ფინალისტები უკვე ცნობილია

ბიზნესდაჯილდოება 2021-ის ფინალისტები უკვე ცნობილია

access_time2021-11-04 13:30:00

ბიზნესდაჯილდოების ჟიურიმ კონკურსის ფინალისტები ხუთივე ნომინაციაში გამოავლინა. წელს დაჯილდოებას ორი ახალი ნომინაცია დაემატა, თითოეულ ნომინაციაში 3 ფინალისტია. მაშ ასე, კომპანიები ნომინაციების მიხედვით ასე გადანაწილდნენ:


საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის:


• ქარი - ეკო-მეგობრული ელექტრომოპედების საზიარო სერვისის პლატფორმა
• ოქტოპუს ფიტნეს კლუბი - კონცეპტუალური ფიტნეს სივრცე
• პროფი - საყოფაცხოვრებო სერვისების ერთიანი პლატფორმა


საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის:


• თენეო
- AI -ზე დაფუძნებული პლატფორმა დოკუმენტების გენერირებისთვის
• ფეიზი - ფინანსური ტექნოლოგიების სტარტაპი
• კვალიფიკა - პლატფორმა პიროვნების ონლაინ ვერიფიკაციისა და ავთენტურობის დადგენისთვის


გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის:



• ტენე
- მობილური სატენების ეკომეგობრული წარმოება
• კოდალა - ხის ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები
• ბებიას - ნატურალურად წარმოებული ხელითნაკეთი აქსესუარები


საუკეთესო ბიზნესთანამშრომლობისთვის:


• ლოიალიტე - ბიზნეს პროცესების აუთსორსინგ კომპანია
• ანემონე - მცენარეების მაღაზია და სალონი
• დოდო დიზაინს - დიზაინ სტუდია


განსაკუთრებული როლი რეგიონის განვითარებისთვის:


• ლოპოტა სპა რეზორტი
- ტბის გარშემო გაშენებული სასტუმრო კომპლექსი კახეთში
• კურორტი „ნუნისი“ - სასტუმრო კომპლექსი ხარაგაულის რაიონის სოფელ ნუნისში
• ვაჩეიშვილის მარანი - ღვინის მეურნეობა გორის რაიონის სოფელ ატენში


დაჯილდოების ფინალური ღონისძიებამდე, თიბისი სხვადასხვა მედია არხით უკეთ გაგაცნობთ ფინალისტ კომპანიებს, გამარჯვებულებს კი, ჟიური დეკემბერში გამოავლენს. მეექვსე წელია, თიბისი ქვეყანაში ყველაზე მასშტაბურ ბიზნესდაჯილდოებას ატარებს, რომლის მიზანიც ბიზნესსოციუმის შექმნა და ბიზნესის მხარდაჭერაა. დაარსებიდან დღემდე დაჯილდოებაში 2500-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. დაჯილდოება მიზნად ისახავს, წაახალისოს ის ბიზნესები, რომლებიც განვითარებას არ წყვეტენ და მუდმივად ცდილობენ რაღაც ახალი, საინტერესო და გამოსადეგი შესთავაზონ საზოგადოებას, იქნება ეს მომხმარებელზე ორიენტირებული თუ ინოვაციური პროდუქტი ან მომსახურება.


NS






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up