ბიზნესი კადრების დეფიციტზე ჩივის - პანდემიამ პრობლემა კიდევ უფრო გაართულა

ბიზნესი კადრების დეფიციტზე ჩივის - პანდემიამ პრობლემა კიდევ უფრო გაართულა

access_time2021-11-07 14:00:10

საქართველოს შრომის ბაზარზე უცნაური ტენდენცია იკვეთება: თითქოს სამსახურს ბევრი ეძებს, თითქოს ქვეყანაში უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელია და დასაქმება პრობლემაა, თუმცა მეორე მხრივ, ბიზნესი კადრების დეფიციტზე ჩივის. ბიზნესმენებს სამუშაო ძალის პოვნა უჭირთ. "კომერსანტი" დაინტერესდა რატომ ხდება ასე? რაშია პრობლემა? - დაბალი ხელფასების გამო მუშაობის ნაკლები მოტივაცია, ცოდნისა და პროფესიონალიზმის დეფიციტი, თუ კიდევ სხვა რამ.


დასავლეთ საქართველოში წელს თხილის მოსავლის აღება გაუჭირდათ სწორედ იმიტომ, რომ ფერმერებს მუშა-ხელის პოვნა გაუჭირდათ. თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი თოდუა ამბობს, რომ  მკრეფავებს წელს დღიურ ხელფასად 50 ლარსაც კი სთავაზობდნენ, თუმცა მსურველი მაინც არ იყო. 


იგივე პოზიცია აქვს საქართველოს ბიზნესასოციაციის დირექტორს, ლევან ვეფხვაძესაც, რომელიც "კომერსანტს" უხსნის, რომ წლებია ბიზნესის პრობლემათა ჩამონათვალის ტოპ სამეულში ყოველთვის ხვდება კვალიფიციური კადრების დეფიციტი. ვეფხვაძე ამბობს, რომ დღეს ფინანსების შოვნაზე მეტად, პრობლემაა პროფესიული კადრებით გუნდის დაკომპლექტება. მისი განმარტებით, ეს საქართველოში ბოლო 30-წლიანმა წყვეტამ მოიტანა, როცა პროფესიული განვითარება საერთოდ შეჩერებული იყო. პრობლემა კიდევ უფრო დაამძიმა პანდემიამ. ყველაზე დიდი დარტმის ქვეშ ჰორეკა სექტორი აღმოჩნდა. 


"ჩვენ რეგულარულად ვაქვეყნებთ ბიზნესკლიმატის ინდექსს. ამ ინდექსის დათვლისას ბიზნესს ვეკითხებით პრობლემებზე, რომლებიც ხელს უშლით წარმატებულ ოპერირებაში და ეღობებათ ბარიერად ბიზნესის კეთებისას. . პრობლემათა ჩამონათვალის ტოპ სამეულში ყოველთვისაა კვალიფიციური კადრების დეფიციტი. აქ საუბარია თანამშრომლების როგორც ქვედა რგოლზე, რომლებსაც უმაღლესი განათლება არც მოეთხოვებათ და ასეთი კადრები კოლეჯებმა უნდა მოამზდონ, ისე უმაღლესდამთავრებულ კადრებზე. საიჟინრო მიმართულების კადრების სრული დეფიციტია. რომ შევხედოთ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამას, კომპანიას, რომელიც დაფინანსებას იღებს, მას ოპერირების ნაწილში გუნდის დაკომპლექტება უჭირს სწორედ კვალიფიციური კადრების არარსებობის გამო. დღეს შეგიძლია იპოვო დაფინანსება, მოიპოვო ბაზრები, სადაც გაყიდი პროდუქტს, მოიპოვებ ნედლეულსაც, იყიდი ტექნიკა-დანადგარებს, თუმცა, ამას სჭირდება ადამიანები, რომლებიც აამუშავებენ ამ ტექნიკას, რომლებიც მოემსახურებიან ამ დანადგარებს და ამ ადამიანების პოვნა არის რთული. ესაა პრობლემა, რომელიც ამ 30-წლიანმა წყვეტამ მოიტანა, როცა პროფესიული განვითარება მთლიანად გაჩერდა, ახალგზრდების უმეტესობა ბოლო 30 წელია უპირატესობას ანიჭებს ისეთ პროფესიებს, როგორიცაა, სამართალი, ეკონომკა, ჟურნალისტიკა, ბიზნესისადმინისტრირებას. აღარავის უნდა პროფესიები ტექნიკური და საიჟინრო მიმართულებებით. ეს პრობლემა კიდევ უფრო დაამძიმა პანდემიამ.  კოვიდმა განსაკუთრებული პრობლემა შეუქმნა  ჰორეკა სექტორს. მას შემდეგ, რაც, პანდემიის გამო, სტუმარ-მასპინძლობის სექტორი დაიხურა, უმუშევრად დარჩა ხალხი და დაიწყეს ან ახალი პროფესიიის ათვისება, ან ალტერნატიიულ სფეროში მისი კვალიფიკაციით თავის დამკვიდრება. მას შემდეგ, რაც სექტორი გაიხსნა, აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანები ან უკვე დასაქმებულები არიან, ან უცხოეთში მოახერხეს წასვლა. ფაქტია, რომ ადამიანების უმრავლესობა ჰორეკა სექტორში ძველ სამსახურებს აღარ დაუბრუნდნენ. გაჩნდა კადრების დეფიციტი. მიზეზი არდაბრუნების მარტივია, - თვლიან, რომ პამნდემია ამ სექტორს არასტაბილურს ხდის, ხვალ-ზეგ შეიძლება ისევ დაიხუროს და ადამიანებმა ამჯობინეს შედარებით სტაბილური სამსახური, მაგალითად, სავაჭრო სექტორში. სურსათის საცალო ვაჭრობა ხომ არასდროს გაჩერდება, რადგან კვებაზე უარის თქმა შეუძლებელია," - გვეუბნება ლევან ვეფხვაძე და იმასაც დასძენს, რომ ბიზნესის გარკვეულმა სეგმენტმა მოახერხა თავად დაეფუძნებინა სასწალო კოლეჯები და ასე მოეგვარებინა თანამშრომლების დეფიციტის პრობლემა. მისი თქმით, განსაკუთრებით სხარტი და მოქნილი აღმოჩნდნენ ამ მხრივ სამშენებლო და აგროწარმოების, ტრანსპორტის სექტორები.



ვეფხვაძე "კომერსანტს" იმასაც უხსნის, რომ ამჯამად ბიზნესისთვის იმედის მომცემია გასულ ზაფხულს ამოქმედებული „უნარების სააგენტო“, რომელიც სახელმწიფოსა და ბიზნესის კოორდინაციით დაფუძნდა და შეეცდება კვალიფიციური კადრებით შეავსოს შრომის ბაზარი.


"ბიზნესის ნაწილმა თვითონვე შექმნა სასწავლებლები კადრების მოსამზადებლად. რეალურად ეს ძალიან ეფექტრურიც აღმოჩნდა. მოქალაქისტვისაც მომგებიანია ასეთ სასწავლებლებში სწავლა, რადგან აქ სწავლა არის ზუსტად ბიზნესის მოთხოვნების შესაბამისი და ბევრად უფრო გარანტირებულია დასაქმებაც, ვიდრე სხვა სასწავლებლის დამთვარების შემთხვევაში. ბიზნესის სწავლების პროცესში ჩასართავად დუალური სწავლების მოდელები ძალიან კარგია. სტუდენტების გაყვანა სამუშაო ველზე გადამწყვეტია, რადგან პრაქტიკა ძალიან მნიშვნელობვანია, ხანდახან ბევრად მნიშვნელოვანიც კი, ვიდრე თეორია. ადამიანები ხომ ცოდნის ს 80%-ს იღებენ სამუშაო ადგილზე და არა მერხებთან. ამ მხრივ, ბიზნესისთვის ძალიან იმედის მომცემია ამ ზაფხულზე ამოქმედებული „უნარების სააგენტო“, რომელიც ცალკე სსიპ-ად დაფუძნდა. ჩამოყალიბდა ამ სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოც, რომლის თავმჯდომარეც მე ვარ. ვაპირებთ აქტიურად ვიმუშაოთ ბიზნესთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან მჭიდრო კომუნიკაცია გვქონდეს, რომ აღმოიფხვრას შრომის ბაზარზე მოთხოვნა მიწოდების დისბალანსი. ჩვენი მიზანია: სასწავლებელში ადამიანი მიდიოდეს არა იმიტომ რომ სწავლა მოდაა და უსწავლელობა ცუდ ტონად ითვლება, არამედ იმიტომ რომ მიიღოს კვალიფიკაცია და ცოდნიდან გამომდინარე შეძლოს დასაქმება. თანაც, აუცილებელია, რომ ეს კვალიფიკაცია მოთხოვნადი იყოს ბაზარზე, "- განუცხადა კომერსანტს ვეფხვაძემ.


"უნარების სააგენტო" მიმდინარე წლის ზაფხულზე ჩამოყალიბდა სავაჭრო სამრეწველო პალატისა და განათლების სამინისტროს ორგანიზებით. მას განათლების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი ხელმძღვანელობს. სააგენტოსში აქტიურადაა ჩართული სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, გიორგი პერტაიაც.


რამდენად წარმატებულია პროფესიული განათლების რეფორმა, რომელიც წლებია მიმდინარეობს და რომელმაც ბიზნესი პროფესიული კადრებით უნდა მოამარაგოს, ამის გარკვევას კომერსანტი განათლების სამინისტროში ცდილობს და როგორც კი თამარ ქიტიაშვილთან ინტერვიუს შევძლებთ, მკითხველს შედეგებს მაშინვე გავაცნობთ.


მანამდე კი შეგახსენებთ, რომ  წელს ზაფხულზე გამოქვეყნებული სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის თანახმად, პროფესიული განათლების მქონე პირების დასაქმების პრობლემა გამოწვევად რჩება. პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან საწარმოების მხოლოდ 2%, ანუ 1 123 საწარმო თანამშრომლობს.

ცნობისთვის, პროფესიული სასწავლებლების დაფინანსების წესი იცვლება.  


ავტორი: ბელა გელაშვილი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up