„ბიზნესი ყოველთვის იქ წავა, სადაც ამ რესურსის მოპოვების საშუალება იქნება“ -  თორნიკე მჟავანაძე „აგენტების რუსულ კანონზე“

„ბიზნესი ყოველთვის იქ წავა, სადაც ამ რესურსის მოპოვების საშუალება იქნება“ - თორნიკე მჟავანაძე „აგენტების რუსულ კანონზე“

access_time2023-03-05 10:00:45



აგრო ტექნოლოგიური სტარტაპის, DG Systems-ის დირექტორი თორნიკე მჟავანაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „რეალური სივრცე“ „აგენტების რუსულ კანონს“ ეხმაურება და აცხადებს, რომ ინოვაციური პროექტი და ტექნოლოგიები საქართველოში ხელმისაწვდომი არ იქნებოდა, რომ არა ევროკავშირის სათანადო მხარდაჭერა და ფულადი დახმარება. მისივე თქმით სტარტაპ ინდუსტრია, ინოვაციური სისტემები და ტექნოლოგიები საქართველოში ამ ეტაპზე ახალი, ფრთხილი, მოწყვლადია.



ამას ემატება ის, რომ ჩვენთან ახლა იღვიძებს ვენჩერული კაპიტალის ბაზარი. კაპიტალს აქვს მადა და ამ მადაზე ძალიან ბევრი ფაქტორი ზემოქმედებს. ნებისმიერმა მცირე ჩარევამ შესაძლოა ამ კაპიტალს და არა მხოლოდ მას, არამედ მთლიანად ეკოსისტემას, რომელიც მომართულია ჩვენზე, მადა დაუკარგოს და საერთოდ გავიდნენ ბაზრიდან». — ამბობს თორნიკე მჟავანაძე. 




თორნიკე  მჟავანაძემ გადაცემაში  ასევე  აღნიშნა, რომ დონორი  ორგანიზაციების წარმომადგენლები მიუთითებენ იმაზე,რომ „აგენტების რუსული კანონის მიღების შემთხვევაში  ქვეყნიდან ინვესტიციების გადინება მოხდება. 



«ყველა მიგვანიშნებს, რომ ის ფინანსები, ის დოტაციური რესურსი, რაც აქამდე არსებობდა, უკეთეს შემთხვევაში, ძნელად ხელმისაწვდომი გახდეს. უარეს შემთხვევაში — საერთოდ დავკარგოთ. სად წავა ბიზნესი, თუ მას გამოვაცლით რესურსს — ბიზნესი ყოველთვის იქ წავა, სადაც ამ რესურსის მოპოვების საშუალება იქნება, რასაც მოჰყვება ინტელექტუალური რესურსების, იდეების, ინოვაციების გადინება.




ჩვენ ახლა იმ ეტაპზე ვართ, როცა არა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა გვჭირდება, არამედ ცოდნის კუთხითაც.  თუ ვაღიარებთ, რომ ეს ყველაფერი არის სიკეთეები — და ეს არის დიდი სიკეთეები — თუ ეს სფერო გახდა და სასწორის ერთ პინაზე დევს ეს ყოველივე, რა დევს მეორე პინაზე ამაზე უკეთესი — ამაზე პასუხი არ მაქვს“ -  აღნიშნა თორნიკე მჟავანაძემ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up