ბანკების პორტფელის სტრუქტურა შეიცვალა. სებ-ის 2023 წლის ანალიტიკური მონაცემების მიხედვით, სესხების წლიურმა ცვლილებამ ბიზნეს სესხების შემთხვევაში 9.3% (2023.01) შეადგინა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალგიურ პერიოდში ბიზნეს სექტორის დაკრედიტება 15.4%-ით გაიზარდა.
კონკრეტული სექტორების მიხედვით დაკრედიტების ზრდა ყველგან შემცირებულია, 2023 წლის იანვრის მონაცემები ასეთია:
ვაჭრობა და მომსახურება 10.9% (2022.01— 11.8%),
ენერგეტიკა 2.1% (2022.01 — 21.3%),
სოფლის მეურნეობა 1.9% (2022.01 — 38.3%),
მშენებლობა 13.1% (2022.01 — 26.5%),
მრეწველობა 10.9% (2022.01 — 7.8%),
ტრანსპორტი მინუს 7.4% (2022.01 — 28.1%).
კომერციული ბანკების ბიზნეს დაკრედიტების პორტფელი 20 მლრდ ლარის ფარგლებშია.