ბიზნესის კლიმატის მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმზეა - სოსო ფხაკაძე

ბიზნესის კლიმატის მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმზეა - სოსო ფხაკაძე

access_time2022-10-04 21:34:10

ხელისუფლების წინაშე დღეს წარვადგინეთ BAG ინდექსის მესამე კვარტლის შედეგები, ბიზნესის კლიმატის მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმზეა, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ მთავრობისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.


„დღეს წარვადგინეთ ხელისუფლების წინაშე BAG ინდექსის მესამე კვარტლის შედეგები. ნომერ პირველი ინდიკატორი ბიზნესის კლიმატი და ბიზნესის კლიმატის მაჩვენებელი ამ წლის მესამე კვარტალში დაფიქსირდა 43-ის ნიშნულზე, 2019 წლის მეოთხე კვარტალში, რომელიც გამორჩეული იყო ეკონომიკური აქტივობით. ეს მაჩვენებელი 43-ის მაგივრად იყო 40-ის ფარგლებში. ასევე დასაქმების ბარომეტრი ანუ კომპანიები, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან დაკავშირებით რას ფიქრობენ. აქაც ისტორიული მაქსიმუმია.


როგორც ბიზნესის კლიმატის შემთხვევაში დაფიქსირდა ისტორიული მაქსიმუმი, ასევე დასაქმების ბარომეტრიც ისტორიულად მაღალ დონეზეა და არის 28-ის ფარგლებში მე-3 კვარტალში. ეს მაჩვენებელი 2019 წლის მეოთხე კვარტალში ზუსტად 26 ქულა იყო. ასევე ძალიან საინტერესოა საინვესტიციო კვლევა და გამოკითხული კომპანიების 63% ამბობს, რომ 2022 წლის დასასრულამდე ისინი განახორციელებენ დამატებით ინვესტიციებს. BAG ინდექსის კვლევა კეთდება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ, ასევე აქ ჩართულია მიუნხენის უნივერსიტეტის ეკონომიკური კვლევის ინსტიტუტი IFO. მათ მეთოდოლოგიაზე დაფუძნებით ხდება ამ კვლევის განხორციელება და ასევე ჩართულია ქართული კვლევითი ცენტრი.



ვფიქრობთ, სტატისტიკური ცდომილება ძალიან დაბალია. ეს კვლევა ძალიან კარგად ასახავს ქვეყანაში ბიზნესის, ეკონომიკის მაჯისცემას. რამეთუ ბიზნეს ასოციაცია არის ყველაზე მსხვილი ორგანიზაცია საქართველოში და ჩვენ მოვიცავთ უკლებლივ ყველა სექტორს. ასევე ამ კვლევას, კითხვარს ავსებენ ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად იღებენ გადაწყვეტილებებს ბიზნესში. ჩვენ ბიზნესმენები ვართ და ვფიქრობთ ჩვენი კომპანიის განვითარებაზე, ინვესტიციებზე, უფრო მეტ სამუშაო ადგილებზე. როდესაც ასეთი პოზიტიური შედეგია, ასეთი განწყობებია ბიზნესში, ბუნებრივია, ჩვენთვის სტიმულია და სასიხარულოა. ყველა ბიზნესმენი გახარებული იყო ამ კვლევის შედეგებით, რამეთუ განწყობებს და მოლოდინებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბიზნესის კეთებისთვის, ინვესტიციების განხორციელებისთვის და სამუშაო ადგილების შესაქმნელად“, – განაცხადა ფხაკაძემ.


ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით, ძირითადი გამოწვევები ლარის კურსის სტაბილურობა და პროფესიონალი კადრების დეფიციტია.


„ჩვენ მხოლოდ პოზიტიურ მხარეზე არ ვისაუბრეთ. ბიზნესში არის გამოწვევები, ხელის შემშლელი ფაქტორები. ერთ-ერთი არის კვალიფიციური მუშახელის პრობლემა, ასევე სამუშაო ძალის პრობლემა და ჩვენ ამ გამოწვევებზე ვისაუბრეთ. ამ გამოწვევებს ერთად უნდა მივხედოთ ბიზნესმაც და მთავრობამაც. ეს არის მესამე, მეოთხე პრობლემა. ნომერ პირველი პრობლემა მნიშვნელოვნად შემცირდა და ეს არის ლარის კურსი. წლების განმავლობაში ნომერ პირველი პრობლემა იყო. ამ სიტუაციას მიეხედა და შიდა ბაზარზე ხედავთ, რომ ლარი მნიშვნელოვნად გამყარდა. ჩვენ გვინდა, რომ აუცილებლად შენარჩუნდეს ეს ტენდენცია. კომპანიების 95%-ის მაგივრად, მხოლოდ 60% ასახელებს, რომ ეს არის მათთვის პრობლემა. თუმცაღა ეს პრობლემები, ლართან დაკავშირებით, ჯერ არ არის ბოლომდე მოშუშებული და თუ ეს ვითარება გაგრძელდება სავალუტო ბაზარზე, დარწმუნებული ვართ, უკვე შემდეგ კვარტალში 60% გახდეს 50 და ასე შემდეგ. ბოლო პრობლემა არის ბიუროკრატია. ამ მხრივ ვითარება სწორდება, მაგრამ არსებობს ადმინისტრაციული ბარიერები. ჩვენ კონკრეტულად ვესაუბრეთ პრემიერს და უნდა მიხედოს ამ თემას, უნდა გაგრძელდეს ამ კუთხით მუშაობა. პროცენტულად ადმინისტრაციულ ბარიერებს ვინც ასახელებს, დაახლოებით 13%-ით შემცირდა“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up