ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა

ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა

access_time2021-04-23 13:10:21

ქართული კომპანიების უდიდესი ნაწილი სოციალურ პასუხისმგებლობის პრინციპებთან ადაპტაციას აყოვნებს. ამაზე მეტყველებს The FINANCIAL-ის მიერ ჩატარებული კვლევა, რომლის თანახმად, ისეთ კომპანიებსაც კი, რომლებიც თავიანთი ბიზნესით ზიანს აყენებენ გარემოს, არ სურთ გარემოს ხელშემწყობი პროექტების განხორციელება. კომპანიათა უმრავლესობაში არ არის სოციალური პასუხისმგებლობის ან მომხმარებელთა მომსახურეობის დეპარტამენტი ან პასუხისმგებელი პირი.

ამ და სხვა პრობლემების შესახებ გაიმართება ფორუმი, სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში, 26 აპრილს 13:00 საათზე.

CSR FORUM 2021 არის ცოცხალი პრეზენტაციები მედიისთვის, რომლის მიზანია წარმოაჩინოს, 2021 წელს, სოციალურად პასუხისმგებელი კომპანიების მიერ განხორციელებული პროექტების შედეგები. კომპანიებმა პასუხი უნდა გასცენ მთავარ კითხვას? რა სარგებელი შეუქმნეს სოციუმს, რომელშიც ისინი აწარმოებენ ბიზნესს საიდანაც იღებენ მოგებას.

კომპანიის თითოეულ წარმომადგენელს აქვს 15 წუთი პრეზენტაციისთვის და 10 წუთი კითხვა-პასუხისთვის.

ჩვენი სპიკერები არიან:

  • ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი – ლევან ვეფხვაძე;
  • UNDP-ის მოქმედი ხელმძღვანელი – ანა ჩერნიშოვა;
  • RMG-ის კორპორატიული დირექტორი – კახაბერ მჭედლიძე;
  • აჭარაბეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ნინი გუჯაბიძე;
  • საფრანგეთის ელჩი საქართველოში – დიეგო კოლასი;
  • სილქ ჰოსფითალითის აღმასრულებელი დირექტორი - იორდ ქიუთი;

 

CSR FORUM- ის შესახებ:


ფორუმი 2010 წლიდან იმართება. მისი მიზანია ქართულ ბიზნესში  CSR პრინციპების ინტეგრაცია. 

ფორუმის ორგანიზატორია The FIANCIAL Media.

ჟურნალისტების რეგისტრაციისთვის მიმართეთ კომუნიკაციების მენეჯერს, ეკა ბერიძეს: Mobile: 577 57 57 89

E-mail:  eka@financial.ge

 
The FINANCIAL MEDIA
www.finchannel.com

 

®






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up