ბიზნესი ვაქცინაციის კამპანიაში აქტიურად ჩაერთო

ბიზნესი ვაქცინაციის კამპანიაში აქტიურად ჩაერთო

access_time2021-08-11 13:00:14

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიას ბიზნესი აქტიურად უერთდება. დამსაქმებლები თანამშრომლების წახალისებას სხვადასხვა ღონისძიების ფარგლებში ცდილობენ.  მათი მიზანია ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების ხელშეწყობა, რისთვისაც ვაქცინირებულ ადამიანებს გარკვეულ ბენეფიტებს სთავაზობენ. თუმცა, საუბრობენ იმაზეც, რომ ვაქცინაციის მხარდაჭერა არავაქცინირებული თანამშრომლების შეზღუდვას არ ითვალისწინებს.


,,რესტორატორთა ასოციაციის“  წამახალისებელი აქცია თანამშრომლებისა გარდა, მომხმარებლებსაც შეეხება. როგორც ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე ამბობს,  ვაქცინირებული კლიენტები მიიღებენ ფასდაკლებას, ხოლო  თანამშრომლებს ხელფასის სახით დანამატი გადაეცემათ.


,,სტუმარი ვაქცინაციის დამადასტურებელი ფურცლის ან სმს-ის წარდგენის შემთხვევაში, ბენეფიტს მიიღებს. ვფიქრობთ, ეს იქნება მცირე დამატებითი სტიმული  ადამიანებისთვის, რათა აიცრან. სხვა გამოსავალი არც არის, რადგან მძიმე კოვიდსიტუაციაა ქვეყანაში. სამწუხაროდ, საზოგადოებისთვის ვაქცინაციისაკენ მოწოდების საჭიროებაა. პირადად  ჩემი გადაწყვეტილებაა და არა „რესტორატორთა ასოციაციის“, რომ ადამიანები, რომლებიც მოვლენ ჩემს რესტორანში - Steakhouse#1 და არიან ვაქცინირებულები, მიიღებენ ფასდაკლებას, ასევე თანამშრომლები, რომლებიც ვაქცინირებულები არიან ხელფასის სახით მიიღებენ დანამატს. ამ ინიციატივას, ალბათ, სხვა ბიზნეს-ოპერატორებისგან მოჰყვება მხარდაჭერა, რომ ვაქცინირებულ ადამიანებს გარკვეული ბენეფიტი მიენიჭოთ. ამ შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება არ არის არავაქცინირებულის რაღაც კუთხით შეზღუდვა, უბრალოდ, ბენეფიტით ვერ ისარგებლებს“, - აცხადებს შოთა ბურჯანაძე.


„ჯი თი სმარტ სოლოუშენის“ დირექტორის ლევან გოგსაძის განცხადებით, თანამშრომლების უმეტესობა აცრილია, ან უახლოეს პერიოდში ჩაერთვება პროცესში.



„სპეციალურ პრიზს არ ვაწესებთ, თითქმის ყველა თანამშრომელი მოტივირებულია, რომ ვაქცინაციის პროცესში ჩაერთოს. ასეც უნდა იყოს, აცრას დღეს ალტერნატივა არ აქვს, ხოლო  საკუთარ და ახლობელთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა სტიმულის გარეშეც უნდა შეგვეძლოს. საჭიროება რომ დაგვენახა, ალბათ, წამოვიწყებდით რაიმე ღონისძიებას, მეტ მოტივაციას შევქმნიდით, მაგრამ კარგია, რომ ვაქცინაციას გარკვეული ჯგუფები დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან“, - აცხადებს ლევან გოგსაძე.


კომპანია „ვისოლი“ ახალი წამახალისებელი აქციის დაწყებას უახლოეს დღეებში აპირებს. ბენეფიტი ამ შემთხვევაში ფულადი პრიზია, რომელიც ყოველ აცრილ თანამშრომელს გადაეცემა.   


„ვაქცინაციას დღეს ალტერნატივა არ აქვს. ვცდილობეთ, მაქსიმალურად მხარი დავუჭიროთ იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე აიცრნენ და ასევე მივცეთ დანარჩენებსაც მოტივაცია. ამ მიზნით ,,ვისოლმა“ ახალი კამპანია წამოიწყო. გადავწყვიტტთ, ფულადი პრიზები გავცეთ. სავარაუდოდ, რამდენიმე ათეული თანამშრომელი აიცრება. უკვე დაწყებულია პროცესი, ინფორმაცია მიწოდებული გვაქვს და ცოტა ხანში შეძლებენ ამ ბენეფიტით სარგებლობას“, - ამბობს „კომერსანტთან“ რუსუდან კბილაშვილი, კომპანია „ვისოლის“ კორპორაციული პასუხისმგებლობის მენეჯერი.


11 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 352 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გარდაიცვალა 48 კოვიდინფიცირებული პაციენტი.


მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up