პანდემიური 2020 წლის განმავლობაში ბიზნეს სექტორის სოციალური პასუხისმგებლობა გაორმაგდა, მათ მოუწიათ არამხოლოდ გლობალური ეკონომიკური კრიზისისგან გამოწვეული პრობლემების გადალახვა, არამედ COVID-19-ის გავრცელების გამო შექმნილი მდგომარეობის დაძლევაში მოსახლეობის და სახელმწიფოს გვერდში დგომა.
„კომერსანტმა“ გადაწყვიტა შეგვერჩია 2020 წლის განმავლობაში ბიზნესის ყველაზე პასუხისმგებლიანი და უპასუხისმგებლო საქციელი:
ბიზნესის ყველაზე პასუხისმგებლიანი საქციელი
COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მთავრობამ StopCoV ფონდი შექმნა, რომელშიც თანხების ჩარიცხვა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე არაერთმა კომპანიამ განახორციელა. 31 დეკემბრის მდგომარეობით, მთავრობის მიერ კორნავირუსთან ბრძოლის StopCov ფონდში 138 351 872 ლარია მობილიზებული.
StopCov-ფონდში 100 მლნ ლარი „ქართუ ფონდმა“ ჩარიცხა, დანარჩენი თანხა კი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე არართმა დიდმა თუ მცირე კომპანიამ.
ბიზნესის ყველაზე უპასუხისმგებლო საქციელი
ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელების გამო შექმნილი მდგომარეობისა და მოსალოდნელი რისკების გათვალისწინებით, კომერციულმა ბანკებმა მომხმარებლებს სესხებზე საშეღავათო პერიოდით სარგებლობა ორ ეტაპად ( 3-3 თვით) შესთავაზა. საშეღავათო პერიოდის განმავლობაში ფიზიკურ პირებს არ უწევდათ არც სესხის ძირის და არც პროცენტის გადახდა, მაგრამ საპროცენტო სარგებლის დარიცხვა გრძელდებოდა, რამაც ვადის გასვლის შემდეგ მსესხებლებს რეალურად საპროცენტო ხარჯი გაუზარდა.
ეკონომიკური კრიზისის ფონზე, შეღავათის ნაცვლად, მოსახლეობას და ბიზნესს გაძვირებული საბანკო ვალდებულებების დაფარვა უწევთ, რამაც კიდევ უფრო მეტად გაზარდა ვადაგადაცილებული და პრობლემური სესხების რაოდენობა.