ბიზნესისთვის ბანკები, როგორც დაფინანსების წყარო, საკმარისი არაა - „ფორსაით კაპიტალი“

ბიზნესისთვის ბანკები, როგორც დაფინანსების წყარო, საკმარისი არაა - „ფორსაით კაპიტალი“

access_time2022-11-14 11:30:00

„ფორსაით კაპიტალის“ საინვესტიციო ოფიცერი რატი მორჩილაძე მიიჩნევს, რომ ბიზნესისთვის მხოლოდ კომერციული ბანკებიდა დაფინანსების მიღება საკმარისი არ არის და ახალი ტიპის ფინანსური ინსტიტუტები უნდა შეიქმნას; ასეთად კი მას საინვესტიციო ფონდები ესახება.


რატი მორჩილაძემ გადაცემა „Forbes Talks”-ში ამ თემაზე საუბრისას განაცხადა, რომ საინვესტიციო ფონდები საშუალებას იძლევა, ადამიანებმა საკუთარი დანაზოგები სარფიანად განათავსონ და მეორე მხრივ, ბიზნესს საფინანსო კაპიტალზე წვდომა ჰქონდეს.


„ყველა, ვინც ქართულ ეკონომიკასთან ახლოსაა, იცის, რომ ჩვენს ეკონომიკაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ბიზნესების არასათანადო დაფინანსება და დაფინანსების არასაკმარისი წყაროებია. კომერციული ბანკები დიდ როლს თამაშობენ ქართული ეკონომიკის განვითარებაში და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მათ, ზოგადად, კერძო სექტორის განვითარებაში საკვანძო როლიც ითამაშეს, მაგრამ დღევანდელ რეალობაში დაფინანსების მხოლოდ ეს წყარო საკმარისი არ არის. მოვიდა დრო, ახალი ტიპის ფინანსური ინსტიტუტები შეიქმნას. კაპიტალის ბაზარი უნდა განვითარდეს. გაჩნდნენ ახალი მოთამაშეები, ისეთები როგორიც, მაგალითად, ჩვენ ვართ და მომავალში კიდევ ასეთები შეიქმნება. ეს ბიზნესის დაფინანსებისთვის ხელმისაწვდომობას გაზრდის“, - განაცხადა მორჩილაძემ.


მისი მოსაზრებით, დაფინანსება კონკრეტული კომპანიის სპეციფიკურ საჭიროებაზე უნდა იყოს მორგებული.



„უნდა არსებობდეს ბაზარზე პროდუქტები, რომლებიც პირდაპირ შესაბამისი იქნება კონკრეტული კომპანიის პროფილზე და მის საჭიროებაზე; მაგალითად, კონკრეტული ბიზნესი განვითარების რა ფაზაშია. მეორე მნიშვნელოვანი მხარე დანაზოგის დაბანდების მხარეა, რაც ჩვენს ქვეყანაში მწირ შესაძლებლობებს გულისხმობს, რაც დამზოგველებს და დეპოზიტორებს აქვთ“, - ამბობს ის და დასძენს, რომ „ფორსაით კაპიტალის“ მიზანიც ესაა, რომ საქართველოში საინვესტიციო კულტურის ჩამოყალიბებას ხელი შეუწყონ.


ცნობისთვის, „ფორსაიტ კაპიტალი“, როგორც საინვესტიციო ფონდი ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის მარტში დაარეგისტრირა. ფონდის ზომა $30 მილიონია, ვადიანობა კი - ხუთი წელი. ფონდმა რამდენიმე თვეა დანერგა პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, ყოველთვიურად შედეგებს აქვეყნებენ, რაც მათი მოსაზრებით, კაპიტალის ბაზრების მიმართ ცნობიერების ზრდას ხელს შეუწყობს.


bm.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up