„ბიზნესისთვის სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმები გამარტივდება“ - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

„ბიზნესისთვის სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმები გამარტივდება“ - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

access_time2022-11-07 10:55:26

ბიზნეს სექტორისთვის სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმების გამარტივების გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინიციატივით, შრომის ინსპექციისა და ინვესტორთა საბჭოს მხარდაჭერით, ბიზნეს გაერთიანებებსა და პროფკავშირებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო.


როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, განახლებული შრომის კანონმდებლობის ამოქმედების შემდეგ, კომპანიებთან მჭიდრო კომუნიკაციის შედეგად გამოვლინდა რამდენიმე, განსაკუთრებით პრობლემური საკითხი, რომელთა შორის ერთ-ერთი სწორედ სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის მოუქნელობა და სირთულე იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკითხის გარშემო გაიმართა კონსულტაციები ჯანდაცვის სამინისტროსა და შრომის ინსპექციასთან, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ასოციაციებთან, საკითხის გადაწყვეტაში ასევე ჩაერთო ინვესტორთა საბჭო, პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით.



შედეგად, ცვლილებები განხორციელდება შესაბამის ნორმატიულ აქტში, რის საფუძველზეც სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმების წარმოება მაქსიმალურად გამარტივდება. აღსანიშნავია, რომ სავალდებულოდ შესავსები გრაფები პრაქტიკულად განახევრდება და დისტანციურად ნამუშევარი დროის ცალკე აღრიცხვა სავალდებულო აღარ იქნება.


ასევე, საწარმოებში, სადაც სამუშაო განრიგი დაკავშირებულია ცვლებთან, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება შესაძლებელი გახდება ცალკე, სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმისაგან დამოუკიდებლად, ხოლო ფორმის წარმოებისას აღარ იქნება აუცილებელი დასაქმებულის სამუშაოზე არგამოცხადების მიზეზების შესახებ ჩანაწერების ფორმაში ასახვა. ასევე საგულისხმო და მნიშვნელოვანია, რომ პროექტი პირდაპირ ითვალისწინებს სამუშაო დროის ელექტრონულად აღრიცხვის და შესაბამისი მონაცემების ასევე ელექტრონულად შენახვის შესაძლებლობას.


„ბიზნესისთვის სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმების გამარტივება, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს ბიზნეს სექტორს კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას. მოხარულნი ვართ, რომ ზემოხსენებულ საკითხებზე თანამშრომლობა აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, სოციალურ პარტნიორებთან და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან შედეგიანი გამოდგა, ვინაიდან ბიზნეს სექტორისთვის ბიუროკრატიული პროცედურების შემსუბუქება ხელს შეუწყობს მის ეფექტიან ოპერირებას“ - განაცხადა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up