ბიზნესმა სამშენებლო მასალების ხარჯის ინდექსაციით, შესაძლოა, 1 თვეში ისარგებლოს

ბიზნესმა სამშენებლო მასალების ხარჯის ინდექსაციით, შესაძლოა, 1 თვეში ისარგებლოს

access_time2021-10-18 12:30:27

ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანიებისთვის მთავრობის მხრიდან სამშენებლო მასალების ხარჯის დაფინანსების საკითხზე  დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა საბახტარიშვილმა განუცხადა, სექტორი უახლოეს მომავალში, დაახლოებით 1 თვეში ელოდება პირველ დასკვნებს, რომლის  საფუძველზეც შესაძლებელი იქნება, სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე კომპანიებისთვის, სამშენებლო მასალებზე ფასების ზრდა თუნდაც მინიმალურად დაკომპენსირდეს, ანუ, ამოქმედდეს ინდექსაციის მექანიზმი. 

„წელიწადზე მეტი გავიდა, რაც ეს დადგენილება (619-ე დადგენილება) არსებობს, დაიწყო გარკვეულწილად კომპანიების მხრიდან ინფორმაციის შეგროვება. იმედი მაქვს, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს და სხვადასხვა აუდიტორული კომპანიების ჩართულობითაც მოხდება შესაბამისი დასკვნების გაცემა. როდესაც სიცხადე გარკვეულწილად შემოტანილია, ველით, რომ პროცესი შეუფერხებლად დაიწყოს და ამან უზრუნველყოს არსებული დადგენილი მექანიზმის ფუნქციონირების დაწყება.

მართალია, ეს ვერ უზრუნვეყოფს ყველა გადახარჯვის კომპენსაციას, ბუნებრივია კომპანიებს მაინც მოუწევს ხელფასებზე გაზრდილი დანახარჯების თუ მანქანა-მექანიზმებთან დაკავშირებული დანახარჯების საკუთარი დანაზოგიდან ან პროექტის ოპტიმიზაციის შედეგად მიღებული დანაზოგიდან გადახდა, თუმცა, ის ნაწილი, რაც მასალებს მოიცავს, საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება და ეს დაძლევს იმ პრობლემას, რაც დღეს არის,“ - აცხადებს საბახტარიშვილი.

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ სამშენებლო მასალებზე ფასების ზრდამ და  ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ, იმ სექტორში, რომლის 90% იმპორტირებულ მასალაზეა დამოკიდებული,  ფასების კიდევ უფრო გაძვირება გამოიწვია.


„ძირითადად, რაც  ამ მიმართულებით სირთულეს ქმნიდა და ჯერ კიდევ ქმნის, არის საკმაოდ დიდი პროცენტულობით გაზრდილი ფასები როგორც ძირითად, ასევე დამხმარე სამშენებლო მასალებზე. ბუნებრივია, ეს სხვადასხვა კომპანიაზე სხვადასხვა ეფექტს ახდენს.

ინფრასტრუქტურულ პროექტებში კიდევ უფრო რთულადაა საქმე, ვიდრე დეველოპმენტში, რომელსაც გარკვეულწილად მაინც შეუძლია ფასის გაზრდის ხარჯზე  გაძვირებული მასალების ეფექტი მაქსიმალურად შეამციროს. იქ აბსოლუტურად სხვა მარჟაზეა საუბარი. ინფრასტრუქტურული პროექტების შემთხვევაში როდესაც მოგებულია ტენდერი, კომპანიას ვალდებულება აქვს და ამ შემთხვევაში ფასის ზრდის შესაძლებლობა არ არის. ამ მიზნით გამოიცა მთავრობის 619-ე დადგენილება, თუმცა, საკმაოდ დიდი პერიოდი დასჭირდა იმას, რომ ჩვენც მიმხვდარიყავით და გაგვეგო როგორ შეგვიძლია ამ მექანიზმით სარგებლობა,“ - აცხადებს საბახტარიშვილი.

შეგახსენებთ, მთავრობის 2020 წლის 31 მარტის განკარგულებით სახელმწიფოს კომპანიებისთვის სამშენებლო მასალების ხარჯი ხელშეკრულების ღირებულების 20%-მდე ოდენობით უნდა დაეფინანსებინა. შეღავათით სარგებლობის ერთ-ერთი მთავარი პირობა, შესაბამისი პერიოდის სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენაა, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ან დიდი ათეულის აუდიტორული კომპანიების დასკვნით უნდა  დასტურდებოდეს.



Business-partner.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up