„ბიზნესმა უნდა გაითავისოს რომ უნდა გამოუშვას თავის თანამშრომლები პროფესიულ განათლებაში“ -  ნანა ყუფუნია

„ბიზნესმა უნდა გაითავისოს რომ უნდა გამოუშვას თავის თანამშრომლები პროფესიულ განათლებაში“ - ნანა ყუფუნია

access_time2022-10-23 10:00:19

„ძალიან ვგულშემატკივრობ პროფესიულ განათლებას, რადგან ეს არის უმოკლესი გზა დასაქმებისკენ , ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევა გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ის გახდეს იმაზე პრესტიჟული ვიდრე დღეს არის“ -  ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში , „ბიზნესი და სამართალი ნინო ლიპარტიასთან ერთად“ ადამიანური რესურსების და ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტმა ნანა ყუფუნიამ ისაუბრა. მისი თქმით პროფესიის პრესტიჟის ამაღლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, პროფესიულ განათლებას  წლებია მოსდევს, რომ არც  ისე პრესტიჟული იყო, თუმცა  დღეს ეს  მითი  იმსხვრევა , ძალიან პოპულარულია სხვადასხვა პროფესია, იგივე  კულინარიას ამდენი შოუ ეძღვნება და დღეს სხვადასხვა ტიპის  პროფესია ძალიან პოპულარულია.

 

რაც შეეხება ავტორიზაციის სტანდარტებს ნანა ყუფუნიას თქმით , ავტორიზაციის  სტანდარტები 2021 წლის  თებერვლიდან შეიცვალა. მისივე თქმით სტანდარტებზე  საკითხი  შემდეგნაირად  დგას, თუ  როგორ  განვმარტავთ სტანდარტებთან შესაბამისობას  და როგორ მივუახლოვდეთ ამ სტანდარტებს.

 

„გამოწვევები თავიდანვე იყო , როდესაც  5 სტანდარტი დაინერგა , პირველი ეს არის სტრატეგია მისია, მეორე პროგრამებს  ეხება, მესამე სტუდენტურ  სერვისებს, მეოთხე არის Hr სტანდარტი პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მეხუთე მატერიალური  რესურსები.

 

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გამოწვევა  ადამიანური რესურსების მართვის სტანდარტებს  აქვს  ჯერ კიდევ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიულ განათლებაში  დარგის  სპეციალისტების ჩართვა.


 

პროფესიული განათლება , განათლების სხვა მიმართულებისგან იმით გამოირჩევა, რომ ეს არის სახელობო განათლება, კეთებით სწავლება და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ დარგის სპეციალისტი, რომელიც არ  არის მოწყვეტილი დარგს და იცის  უახლესი ტენდენციები, იყოს  ჩართული, თუმცა ასეთი პროფესიონალი  ყველა  კარგი პროფესიონალი და  კარგი მათემატიკოსი  არ  არის და კარგი კულინარი  ან კარგი შემდუღებელი არ  ნიშნავს  იმას, რომ კარგია ან ექნება სურვილი. ამ მიმართულებით დღეს  ძალიან მნიშვნელოვანია და არის გამოწვევა , რომ დარგის  სპეციალისტები იყვნენ მაქსიმალურად  ჩართულები  პროფესიულ განათლებაში, ამიტომაც  არის  საუბარი და ბიზნესისგან ვისმენთ, რომ არ არის კურსდამთავრებულებში ის ხარისხი, რომელიც  ბაზარს და ბიზნესს სჭირდება კომპეტენციების  მხრივ, ერთ-ერთი მიზეზი სწორედ  ეს  არის, ბიზნესმა უნდა გაითავისოს რომ უნდა გამოუშვას თავის თანამშრომლები პროფესიულ განათლებაში, თუ გვყავს კარგი  შემდუღებელი რომელსაც  შეუძლია  რომ თავისი  გამოცდილება  მომავალ თაობებს  გადასცეს, ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ამას. არა მხოლოდ  ზოგადი მიზნებისთვის, არამედ  ბიზნესის  მიზნებისთვისაც , ის  ხალხი რომელსაც  გადავამზადებთ თქვენივე  წარმატებული თანამშრომლის მეშვეობით დაბრუნდება თქვენივე ორგანიზაციაში“,-  აღნიშნა ნანა ყუფუნიამ.

 

ნანა ყუფუნიას თქმით, დღეს დარგობრივი ორგანიზაციების შექმნა აქტიურ ფაზაშია, რაც იმას გულისხმობს, რომ აღნიშნულ ორგანიზაციებში ბიზნესი იქნება იმის განმსაზღვრელი თუ რომელი პროფესიული პროგრამები უნდა შეიქმნას და ა.შ. რა არის ტენდენციები, როგორი სტანდარტები უნდა შეიქმნას და ა.შ.

 

„მათ შორის ადამიანური რესურსების გაცვლის პროცესში უნდა იყვნენ საუკეთესო თანამშრომლები , იგივე  სტუმარ მასპინძლობის სექტორიდან, რაც უფრო მეტი პრაქტიკოსი იქნება ჩართული პროფესიულ განათლებაში ეს ნიშნავს რომ უფრო მეტი მომზადებული კადრი გვეყოლება“ - აღნიშნა ნანა ყუფუნიამ.



თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up