ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობიდან 7 თვის თავზე საქმე კვლავ გაუხსნელია

ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობიდან 7 თვის თავზე საქმე კვლავ გაუხსნელია

access_time2023-01-18 14:30:10

ქართველი ბიზნესმენის ლევან კაჭარავს მკვლელობიდან თითქმის 7 თვე გავიდა და გამოძიება წინ არ წასულა.

 


„კომერსანტის“ ინფორმაციით,  განზრახ მკვლელობის (108-ე მუხლი) და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების (236-ე) მუხლებით აღძრულ საქმეზე გამოძიება კი მიმდინარეობს, მაგრამ ხელშესახები წინსვლა არაა.

 


შეგახსენებთ, ბინზესმენი წყნეთის გზაზე საკუთარ მანქანაში 2022 წლის 24 ივნისს მაშინ მოკლეს, როცა ის საკუთარ სახლში ბრუნდებოდა. დაღუპული ბინესმენის დედა აცხადებდა, რომ მისი შვილი დაქირავებულმა ქილერმა მოკლა და მკვლელმა საქართველო მალევე დატოვა.

 

 

მკვლელობის პირველივე დღეებიდან მედიაში რამდენიმე ვერსია გავრცელდა. საუბრობდნენ იმაზე, რომ ეს შეკვეთილი მკვლელობა იყო. ერთ-ერთ ყველაზე რეალურ მოტივად ლევან კაჭარავას, მის ბიზნესპარტნიორებსა და ყაზახეთის ბიზნეს-სტრუქტურებს შორის დავა განიხილებოდა. ამ დავაში კაჭარავამ და მისმა პარტნიორებმა გაიმარჯვეს.

 


 

მეორე ვერსია უკავშირდებოდა ლევან კაჭარავას დაპირისპირებას ოთარ ფარცხალაძესთან და ძმებ მიქაძეებთან. რამდენიმე მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ეხებოდა მიწის ნაკვეთს ბაგებში, რომლის დათმობასაც მისგან ხელისუფასთან დაახლოებული კრიმინალური დაჯგუფება ითხოვდა.

 


7 თვის წინ გავრცელდა კიდევ ერთი ვერსია, რომელმაც ლევან კაჭარავას მკვლელობა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან დააკავშირა.  ვერსიის თანახმად ლევან კაჭარავა კვარაცხელიას მკვლელობის სავარაუდო დამკვეთებს დამალვასა და დანაშაულის დაფარვაში ეხმარებოდა. ამ ვერსიას ნიკო კვარაცხელიას ოჯახი მალევე გამოეხმაურა და კატეგორიულად გამორიცხა კვარაცხელიას ოჯახის კავშირი შურისძიებასთან და კაჭარავას კავშირი მათ ოჯახთან.

 

 

შეგახსენებთ, რომ ლევან კაჭარავა შპს „ჯორჯიან ტრანზოილის“ დამფუძნებელი იყო. 1995–1996 წლებში გიორგი რამიშვილთან ერთად ახალი კომპანია Silk Road Group-ი დააფუძნა.

 

 

2006 წლიდან კაჭარავა Silk Road Group-ს გამოეყო და კომპანიების ჯგუფი MULTIPLEX-ი დააარსა, რომლის ძირითადი საქმიანობის სფეროები ენერგეტიკა და ლოჯისტიკა იყო. ამის შემდეგ, კაჭარავამ ნიდერლანდებში ჰოლდინგი Multiplex Logistics Solutions BV დააფუძნა.

 

 

ბოლო წლებში ბიზნესმენი საფრანგეთში ცხოვრობდა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up