კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს

კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს

access_time2022-04-21 17:44:00

პატრია “პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს. კომერსანტი ბიზნესმენის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.



“დღეს „ქართულ ოცნებას“ დაფუძნების 10 წლის იუბილე აქვს და თითქმის 10 წელიწადია ხელისუფლებაში არიან.  


საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოს მართავდა ოთხი ხელისუფლება. არ შევჩერდები ზვიად გამსახურდიას მმართველობაზე, რადგან ის ძალიან მოკლე პერიოდს მოიცავდა და ძალადობრივად იქნა დამხობილი. ედუარდ შევარდნაძის მმართველობა მოკლედ რომ შევაფასოთ, ეს იყო ძალიან რთული პერიოდი ჩვენი ქვეყნისთვის და მაინც,  უმძიმესი სურათის მიუხედავად, მან  2003 წელს მიხეილ სააკაშვილს უკეთესი საქართველო გადააბარა, ვიდრე მემკვიდრეობით მიიღო. რაც შეეხება სააკაშვილის მმართველობას, შეგვიძლია ბევრი ვისაუბროთ დანაშაულზე, შეცდომებზე, მაგრამ 2003 და 2012 წლების საქართველოს ვერც შევადარებთ, იმხელა ნახტომი გააკეთა ქვეყანამ. 


2012 წელსაც გაცილებით უკეთესი საქართველო გადააბარა სააკაშვილმა „ქართულ ოცნებას“, ვიდრე მიიღო მემკვიდრეობით. 

სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ხელისუფლება, რომელმაც უკეთესი საქართველო ჩაიბარა და დღეს, ჩვენი ქვეყანა გაცილებით უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე 10 წლის წინ -  2012 წელს. 



რას ვგულისხმობ: 


ეკონომიკური ზრდა; 


ლარის კურსი; 



ფასების ზრდა;


კრიმინალის დონე; 


მიგრაციის დონე;

 

განათლების დონე;


კორუფციის მაჩვენებელი;


მედია-თავისუფლების დონე;


საგარეო ურთიერთობები;


მოუგვარებელი კონფლიქტები;


პოლიტიკური ნიშნით დევნა და დაპატიმრებები;


2012-2016 წლებში მცირედი წინსვლის შემდეგ მკვეთრი უკუსვლა ადამიანის უფლებების კუთხით;


ჩავარდნილი სასამართლო რეფორმა;


ჩავარდნილი საარჩევნო რეფორმა;


ზედიზედ გაყალბებული ორი არჩევნები;


და როგორც ამ ყველაფრის შედეგი, უაღრესად გაღატაკებული და ღირსებადაკარგული ხალხი... “ — წერს ბიზნესმენი 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up