ბიზნესმენი თეიმურაზ ჭიჭინაძე პარლამენტარ შოთა ხაბარელის ოჯახს ქონების უკანონოდ დაუფლებას ედავება

ბიზნესმენი თეიმურაზ ჭიჭინაძე პარლამენტარ შოთა ხაბარელის ოჯახს ქონების უკანონოდ დაუფლებას ედავება

access_time2022-03-31 11:55:02

„თეიმურაზ ჭიჭინაძე სადავოდ ხდის 506.43 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე მიწის ნაკვეთის ნების საწინააღმდეგოს მისაკუთრების ფაქტს. რამდენადაც შეუძლებელია აღდგეს პირვანდელი მდგომარეობა, რადგანაც მამუკა ხაბარელმა დასახელებულ უძრავ ნივთში გამართა კომუნიკაციები, ეწევა სამეურნეო საქმიანობას და დგას შენობა-ნაგებობები, შესაბამისად, თეიმურაზ ჭიჭინაძე ხაბარელების ოჯახისგან მოითხოვს ზიანის სახით 7090,02 აშშ დოლარის გადახდას. თანხის მოცულობა გამომდინარეობს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნიდან და სარჩელის აღძვრის მომენტისთვის იგი შეადგენდა 21,955 ლარს“, – ამის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ გავრცელებულ რელიზშია ნათქვამი.


როგორც თეიმურაზ ჭიჭინაძის წარმომადგენელი, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი აცხადებს, ჭიჭინაძის ოჯახი, 2019 წლის 15 ოქტომბრის მდგომარეობით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერის თანახმად, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანადირებში საკუთრების უფლებით ფლობდა 506.43 კვ.მ. მიწის ფართობს. აღნიშნული დადასტურებულია 2000 წლის 16 მაისის მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობით. ამასთან, დადგენილია, რომ თეიმურაზ ჭიჭინაძის მიწის ნაკვეთს ესაზღვრება საქართველოს პარლამენტის წევრის, შოთა ხაბარელის ოჯახის, კერძოდ, შვილის – მამუკა ხაბარელის საკუთრება.


როგორც გავრცელებულ რელიზში, საქმის მასალებზე დაყრდნობით არის განმარტებული, მამუკა ხაბარელი, რომელიც ამჟამად ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტია, სხვადასხვა შესაძლებლობების გამოყენებით, ფარული და შეთანხმებული მოქმედებების შედეგად, არამართლზომიერად და უკანონოდ დაეუფლა თეიმურაზ ჭიჭინაძის 506.43 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე მიწის ნაკვეთს, რომელიც 2000 წლის 16 მაისის მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობით და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 15 ოქტომბრის ამონაწერის თანახმად, როგორც დაუზუსტებელი ფართი, კანონიერად ეკუთვნოდა ბიზნესმენის ოჯახს. კერძოდ, მამუკა ხაბარელი, 2021 წლის 18 მარტს, განცხადებით მიმართავს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, წარადგენს თვითმმართველობის ოქმსა და 2012 წლის თარიღით აზომვით ნახაზს და ახდენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კვ.მ დაზუსტებას. კერძოდ, ახალი ამონაწერით უკვე დგინდება, რომ მამუკა ხაბარელი ფლობს დაზუსტებულ ფართს: 1787.00 კვ.მ და საკუთრებას ენიჭება ახალი საკადასტრო კოდი: 71.56.23.857, რომელშიც უკვე გადასულია თეიმურაზ ჭიჭინაძის კუთვნილი 506.43 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე მიწის ნაკვეთი.



„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, მამუკა ხაბარელის ქმედებათა შედეგად, თეიმურაზ ჭიჭინაძეს მიადგა მატერიალური ზიანი, ხოლო ზიანის წარმოქმნის შესახებ მხარემ შეიტყო 2020 წლის 28 ოქტომბერს, რა დროსაც, მას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ეცნობა, რომ ადგილი ჰქონდა ზედდებას.


მათივე ცნობით, ბიზნესმენს ჰქონდა აღნიშნული უთანხმოების, მოლაპარაკების გზით, შეთანხმებით დასრულების მცდელობა, თუმცა ეს მცდელობები უშედეგოდ დასრულდა.


თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელის განხილვა უკვე მომდევნო კვირაში აქვს ჩანიშნული.


bfm.ge


თეგები:
ხაბარელი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up