ბიზნესპროცესების აუთსორსინგი საქართველოდან საკმაოდ მაღალ დონეზე ხორციელდება - Concentrix

ბიზნესპროცესების აუთსორსინგი საქართველოდან საკმაოდ მაღალ დონეზე ხორციელდება - Concentrix

access_time2022-10-12 12:00:00

ბიზნესპროცესების მართვის ამერიკული კომპანია Concentrix, რომელიც საქართველოში ერთი წლის წინ შემოვიდა, განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას განაგრძობს.


Concentrix-ის ბაზარზე შემოსვლის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის უფროსმა რეკრუტერმა თათია გობეჩიამ ისაუბრა.


„ბაზარზე შემოსვლისას კომპანიამ ჩაატარა კვლევა, რომელმაც ცხადყო, რომ ბიზნესპროცესების აუთსორსინგი საქართველოდან საკმაოდ მაღალ დონეზე ხორციელდება. ამიტომ მსოფლიოში ერთ-ერთმა მსხვილმა BPO-მ ქვეყანაში შემოსვლის გადაწყვეტილება მიიღო“, - ამბობს გობეჩია.


ერთი წლის შემდეგ Concetrix-ი 4 პროექტს მართავს და ბიზნესპროცესების აუთსორს მომსახურებას საქართველოდან ისეთ კომპანიებს აწვდის, როგორიც მაგალითისთვის Spotify-ია.



„საქართველოდან მომსახურების გაწევა თურქულ, ესპანურ, იტალიურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე ხდება. თუმცა კომპანიაში დასაქმებულთა დიდი ნაწილი გერმანულენოვან კადრზე მოდის. დღეისთვის 150-ზე მეტ ადამიანს ვასაქმებთ. ყოველთვიურად კი სამუშაო ადგილების რაოდენობას მინიმუმ 30-ით ვზრდით. გარკვეული პროექტებისთვის კადრების გადამზადებაც ხდება. კომპანია 17 წლიდან როგორც ადგილობრივ, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ასაქმებს“, - ამბობს თათია გობეჩია.


კომპანიის გაფართოების გეგმებზე საუბრისას, მისი წარმომადგენელი ფინანსურ ნაწილზე ვერ საუბრობთ, თუმცა ამბობს, რომ Concetrix-ი 2023 წლის მარტში თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, პირველი ოფისის გახსნას გეგმავს.


„ამ ეტაპზე თანამშრომლები დისტანციურ რეჟიმში მუშაობენ. ოფისის გახსნის შემდეგ კი Concetrix-ში დასაქმებულებს, მუშაობა როგორც დისტანციურად, ასევე ოფისიდან შეეძლებათ. მიმდინარე წელს კომპანია კიდევ ორი პროექტისთვის აუთსორს მომსახურების მიწოდებას გეგმავს. მომდევნო წლიდან კი ოფისის გახსნასთან ერთად, ძალიან ბევრი ახალი პროექტი გვექნება“, - უთხრა BM.GE-ის კომპანიის წარმომადგენელმა და დასძინა, რომ მომდევნო წლების განმავლობაში, კომპანია დასაქმებულთა რაოდენობას 3 000-მდე გაზრდას გეგმავს.


ცნობისთვის: ამერიკული ბიზნესპროცესების მართვის კომპანია Concentrix-ი, 6 კონტინენტზე ოპერირებს და გლობალურად 280 000 სამუშაო ადგილს ქმნის.



წყარო: bm.ge




თეგები:
Concentrix



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up