„ბიზნესს მოლოდინები პოზიტიური აქვს და ვიმედოვნებთ, რომ წელი წარმატებული იქნება, როგორც ბიზნესისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის,“ - სოსო ფხაკაძე

„ბიზნესს მოლოდინები პოზიტიური აქვს და ვიმედოვნებთ, რომ წელი წარმატებული იქნება, როგორც ბიზნესისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის,“ - სოსო ფხაკაძე

access_time2023-02-16 14:25:15

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე საქართველოში ვიზიტად მყოფ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს და დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდა.

 

 შეხვედრის ფარგლებში ასოციაციის პრეზიდენტმა მისიის წარმომადგენლებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის გასული წლის მე-IV კვარტლის კვლევის შედეგები გააცნო. საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ბიზნეს კლიმატს და ბიზნეს გარემოს, უცხოური ინვესტიციებს და ბიზნესის საქმიანობის შემაფერხებელ ფაქტორებს. აღინიშნა რომ, როგორც კვლევის შედეგებიც ცხადყოფს, დღევანდელ დღეს ბიზნესი მთავარ გამოწვევად სამუშაო ძალისა და  კვალიფიციური კადრების ნაკლებობას ასახელებს.

 

 აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლების ინტერესიდან გამომდინარე განხილული იყო ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ინფლაციის მაჩვენებლები, ასევე მიგრაციის ზეგავლენა ეკონომიკაზე და კადრების დეფიციტი, პროფესიული განათლების მნიშვნელობა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აქტიური ჩართულობა ამ მიმართულებით.


 

 შეხვედრის ფარგლებში, ასევე, დეტალურად განიხილეს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროცესები და მოხდა რიგი ეკონომიკური ინდიკატორებისა და არსებული ეკონომიკური ტენდენციების გაანალიზება.

 

 „ყოველთვის მზად ვართ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან აქტიური კომუნიკაციისთვის, რომელიც თავის მხრივ სხვადასხვა სტრუქტურების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აკეთებს ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზსა და პროგნოზირებას. მისიის წარმომადგენლებს გავაცანით ჩვენი ხედვები, მოსაზრებები და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის კვლევის ბოლო შედეგები. BAG ინდექსი აძლევს ბიზნეს სექტორს, ხელისუფლებასა და დაინტერესებულ მხარეებს პროფესიულად დამუშავებულ ინფორმაციას, რაც მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებების მიღებისა და ბიზნესში არსებული განწყობებისა და მოლოდინების შეფასების კუთხით. ბიზნესს მოლოდინები პოზიტიური აქვს, იანვრის შედეგები ცხადყოფს, რომ მიმდინარე წელი კარგად დაიწყო  და ვიმედოვნებთ, რომ ეს წელი წარმატებული იქნება, როგორც ბიზნესისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი პროგნოზით ეკონომიკური ზრდის ტემპი უფრო მაღალი იქნება წელს, ვიდრე დაგეგმილია“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up