ბიზნესს ვეხმარებით რომ შიდა პოლიტიკა იყოს მაქსიმალურად კანონთან დაახლოებული და ნაკლები პრეტენზია ჰქონდეს მომხმარებელს - მარიამ შაიშმელაშვილი

ბიზნესს ვეხმარებით რომ შიდა პოლიტიკა იყოს მაქსიმალურად კანონთან დაახლოებული და ნაკლები პრეტენზია ჰქონდეს მომხმარებელს - მარიამ შაიშმელაშვილი

access_time2022-11-22 20:45:23

ბიზნესს ვეხმარებით რომ შიდა პოლიტიკა იყოს მაქსიმალურად კანონთან დაახლოებული და ნაკლები პრეტენზია ჰქონდეს მომხმარებელს,- ამის შესახებ გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერი“ გიორგი აბაშიშვილთან ერთად, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მარიამ შაიშმელაშვილმა განაცხადა.


მარიამ შაიშმელაშვილმა  2022 წლის 1 ივნისს მომხმარებლების უფლებების დაცვის შესახებ მიღებულ კანონზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ და მან საკმაოდ მოხერხებული გარანტიები შექმნა, რომელშიც კონკურენციის სააგენტო არის ჩართული როგორც მარეგულირებელი ორგანო.


„ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში არსებული ვალდებულებიდან გამომდინარე, 2022 წლის 1 ივნისს მომხმარებლების უფლებების დაცვის შესახებ კანონი იქნა მიღებული. ჩვენ როგორც ამ კანონის აღმასრულებელი, მარეგულირებელი ორგანო გვაქვს ევროკავშირის თვინინგის პროექტი და ლიეტუელი ექსპერტები არიან ჩვენს გვერდით ამ კანონის განხორციელების პროცესში. პირველ რიგში მისაღები გვქონდა პროცედურული აქტი, რომელიც უნდა ყოფილიყო მაქსიმალურად სამართლიანი და დაფუძნებული ყოფილიყო ლიეტვუას გამოცდილებაზე. ჩვენი საქმიანობა ამ ეტაპზე არის ის, რომ მაქსიმალურად ბიზნესის გვერდით ვართ და ვეხმარებით რომ შიდა პოლიტიკა იყოს მაქსიმალურად კანონთან დაახლოებული და ნაკლები პრეტენზია ჰქონდეს მომხმარებელს, შესაბამისად მომხმარებლების უფლებები მაქსიმალურად იყოს დაცული. 


ბევრი ჩვენი კოლეგა ქვეყანა აღნიშნავს, რომ ძალიან ლიბერალური კანონი გვაქვს, მაგალითად სანქციის ნაწილში, თუკი სააგენტომ დაადგინა, რომ ბიზნესმა მომხმარებელთან ურთიერთობაში რომელიმე კანონი დაარღვია, ნიშნავს იმას რომ პირველივე ჯერზე სააგენტო არ იყენებს სანქციის ბერკეტს, მათ ვეუბნებით რა ვადაში რა ღონისძიებები უნდა გაატაროს. სხვა ქვეყნებში პირდაპირ არის დაჯარიმება და საკმაოდ მაღალი, ჩვენს შემთხვევაში გვაქვს წინა ფინანსური წლის ბრუნვის 2%-მდე სანქციის დაკისრების შესაძლებლობა, სხვა ქვეყანაში პროცენტული მაჩვენებელი საკმაოდ დიდია.



სააგენტოს 35-მდე განაცხადი აქვს წარმოებაში მიღებული. ამ კანონმა ჩამოთვალა თუ რისი უფლება აქვთ მომხმარებელს, როცა შეიძენს ნივთს. საკმაოდ ბევრი ზარი, დაახლოებით 20-40 შემოდის დღის განმავლობაში, რაც კარგია და საშუალებას მისცემს ბიზნესს უფრო მომზადებული იყოს მათი პოლიტიკა არსებულ რეგულაციებთან მიმართებაში.


კანონმა საკმაოდ ბევრი უფლება გაითვალისწინა, უფრო უპირატესი უფლებით სარგებლობს მომხმარებელი ონლაინ ვაჭრობის შემთხვევაში და რატომ? იმიტომ რომ, თუკი ადგილზე ვაჭრობისას მომხმარებელს საშუალება აქვს საქონელი რომელსაც ყიდულობს იქვე შეაფასოს, მათ შორის მისი ზომა, ფერი, მახასიათებლები და მიიღოს ყველა შეკითხვაზე პასუხი კონსულტანტისგან, ონლაინ ვაჭრობის შემთხვევაში კანონი უფრო  მოწყვლადია, როდესაც ნივთის ფიზიკურად ნახვის საშუალება არ აქვს მომხმარებელს, კანონმა მათ მისცა საშუალება ასეთ შემთხვევაში 14 დღის განმავლობაში ნივთი უპირობოდ დააბრუნოს. 


გვაქვს უამრავი კამპანია, ეს მნიშვნელოვანია, რომ იცოდეს მომხმარებელმა რა უფლებები აქვს და ბიზნესმა თუ რა ვალდებულებები აქვს მომხმარებლის წინაშე“,  აღნიშნა მარიამ შაიშმელაშვილმა.










„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up