BLACK BADGE GHOST-ის დებიუტი საქართველოში

BLACK BADGE GHOST-ის დებიუტი საქართველოში

access_time2022-07-18 09:50:53

საქართველოში პირველად გამოჩნდა ახალი Rolls-Royce Black Badge Ghost. უახლოეს დღეებში დედაქალაქის ელიტარული საზოგადოების წარმომადგენლები  პირველ შთაბეჭდილებებს გაუზიარებენ ერთმანეთს კლიენტებისთვის გამართულ ექსკლუზიურ მიღებებზე. 



Rolls-Royce Motor Cars ყოველთვის იზიდავდა ადამიანებს, რომლებსაც არ აკმაყოფილებთ თავიანთი სტატუს-კვო -  ქალებსა და მამაკაცებს, რომლებიც გამოწვევას უცხადებენ შეუძლებელს და არც რისკზე წასვლას ერიდებიან წარმატების მისაღწევად. 2020-იან წლებში ეს ლიდერი ადამიანები ფუფუნების საგნებთან ურთიერთობას საკუთარი წესებითა და პირობებით წარმართავდნენ. მათ შექმნეს ფუფუნების ახალი კოდები, მათივე გრძნობების გამოძახილის შესაბამისად: შედარებით მუქი ესთეტიკა, შეუპოვარი ხასიათი და კიდევ უფრო თამამი დიზაინი. ეს მიდგომა არც Rolls-Royce-ის ავტომობილების მიმართ შეცვლილა.





Ghost-ის კლიენტების ცალკეული კატეგორია - ვინც აფასებს მინიმალიზმსა და მატერიალურ სუბსტანციას - ითხოვდა რევოლუციური იერსახის Ghost-ის შექმნას.



Rolls-Royce-მაც შესაბამისად უპასუხა ფერთა ახალი პალიტრით, ზედაპირების  მაღალტექნოლოგიური დამუშავებით და მართვის კიდევ უფრო მეტად მძლავრი შთაბეჭდილებებით, თანაც იმ სიმსუბუქის შეგრძნების შენარჩუნებით, რომელმაც კლიენტების ეს თამამი ჯგუფი Rolls-Royce-ის ბრენდისკენ მიიზიდა. Black Badge Ghost-ი Post Opulence-ის უფრო მუქი მხარეა: უკიდურესი მინიმალიზმი.






ღონისძიებას უმასპინძლა Rolls-Royce Motor Cars Baku-მ, ამიერკავკასიაში Rolls-Royce-ის ერთადერთმა ოფიციალურმა სავაჭრო წარმომადგენლობამ. ბაქოს ცენტრის მენეჯერმა ნურლან ფანალიმ განაცხადა: „გასული წლის სექტემბერში თბილისში გამართულ Rolls-Royce Ghost-ის პრეზენტაციას საქართველოში მცხოვრები ჩვენი კლიენტების საოცარი გამოხმაურებები მოჰყვა. Black Badge Ghost-ი Black Badge-ის ყველაზე პროგრესული მოდელია. დარწმუნებული ვარ, ის კიდევ უფრო გააფართოებს Rolls-Royce-ის ზონას თქვენს ქვეყანაში“.






დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მარკ კლეიტონმა თავის მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა: „სასიამოვნოა იმის ხილვა, რომ Rolls-Royce-ი საქართველოში კიდევ ერთ ახალ მოდელს წარადგენს. ახალი Rolls-Royce-ის გაცნობის შესაძლებლობა გამორჩეული მოვლენაა, ამიტომაც მეამაყება, რომ ბრიტანული დიზაინის, პროექტირებისა და წარმოების ეს შესანიშნავი მაგალითი ვაჩვენოთ ჩვენს მეგობრებს საქართველოში“.






კლიენტს შეუძლია შეარჩიოს 44 000 მზა ფერიდან ერთ-ერთი ან შექმნას საკუთარი უნიკალური ელფერი შეკვეთით. მიუხედავად ამისა, იმ ქალებისა და მამაკაცების დიდმა უმრავლესობამ, ვინც Ghost-ის უფრო მუქ იერსახეს ითხოვდა, საფირმო შავი ფერი შეარჩია. საავტომობილო ინდუსტრიაში ყველაზე მუქი შავი ფერის მისაღებად 100 ფუნტ (45 კგ) საღებავს შეფრქვევით დაიტანენ ელექტროსტატიკურად დამუხტულ თეთრი ფერის ფუძით დაფარულ კორპუსზე, ღუმელში გაშრობის წინ. შემდეგ ავტომობილი იფარება გამჭვირვალე ლაქის ორი ფენით, ოთხი ოსტატისგან შემდგარი გუნდი კი ხელით აპრიალებს მას - ასე იქმნება საფირმო გალაქული ზედაპირი როიალისებრი ბრწყინვალების ეფექტით.


(R)



თეგები:
BLACK BADGE GHOST



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up