“Black Sea Arena საბიუჯეტო წურბელაა, რომელსაც სისტემატური დაფინანსება სჭირდება” - ასათაშვილი

“Black Sea Arena საბიუჯეტო წურბელაა, რომელსაც სისტემატური დაფინანსება სჭირდება” - ასათაშვილი

access_time2023-03-28 17:50:57

კულტურის მინისტრის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ რეგიონში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა შესაძლოა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებულ „ვარსკვლავთცვენაზე“ იმოქმედოს და გეგმები ვერ განხორციელდეს, ტურიზმის სფეროში ეხმაურებიან.

“ჰელისკი ჯორჯიას” დამფუძნებელი ვატო ასათაშვილი BM.GE სთან აცხადებს, რომ მთავრობის წევრების სიტყვას ფასი არ აქვს. რაც შეეხება „ბლექ სი არენას“, სადაც ვარსკვლავების კონცერტები უნდა გამართულიყო ასათაშვილი საბიუჯეტო წურბელას უწოდებს.

“მთავრობის ნებისმიერი წევრის, იქნება ეს პრემიერ-მინისტრი თუ ნებისმიერი სხვა მინისტრი, სიტყვას ფასი არ აქვს. ეს დავინახეთ წლების განმავლობაში. პრემიერი გამოდის და ერთს იძახის და 2-3 თვეში რადიკალურად იცვლება მდგომარეობა, გამოდის მინისტრი და საპირისპიროს ამბობს. ბლექ სი არენა არის საბიუჯეტო წურბელა, რომელსაც სჭირდება სისტემატური დაფინანსება. სწორედ ამიტომ შეიქმნა უაზრო პროგრამები. გვახსოვს Check in Georgia და 1000 სისულელე კიდევ, რომელიც პირდაპირ ბლექ სი არენას მიაბეს, რომ ამ გუნდს შემოსავალი ჰქონოდა.

საუბარი იმაზე, რომ რეგიონში არსებული პრობლემების გამო ვიღაც არ ჩამოვა ქვეყანაში, ჯერ ერთი, რომ არასწორია გამომდინარე იმ მაგალითებისა რაც გვაქვს. შარშან ანალოგიური ღონისძიებები ჩაატარეს, წელს დიდი საერთაშორისო მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა ბაკურიანში და დავინახეთ, რომ არანაირი შეფერხება ამ კუთხით არ ყოფილა. ასე რომ არგუმენტირება იმით, რომ რეგიონში უსაფრთხოების პრობლემებია, არასწორია”, - ამბობს “ჰელისკი ჯორჯიას” დამფუძნებელი ვატო ასათაშვილი.


BM.GE


ამავე თემაზე: ვინ, სად და როდის - პრემიერის დაანონსებული „ვარსკვლავთცვენის“ დეტალები ჯერ ისევ გაურკვეველია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up